თარგის განხილვა:მუშავდება/არქივი1

ბოლო კომენტარი: 12 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Jaba1977 თემაში 1 კვირა

ამ კატეგორიაში რომ ჩავსვათ ამ თარგის სტატიები: კატეგორია:სტატიები დამუშავების პროცესში? ა.

(მომხრე) --გიგა პასუხი 15:27, 19 აგვისტო 2008 (UTC)პასუხი

კატეგორია:სტატიები დამუშავების პროცესში <- ამ კატეგორიაში არის ის სტატიები, რომლებიც მუშავდება და შეიძლება დიდი ხანი გაგრძელდეს მისი დამუშავება. მაგრამ ეს ჩვენი თარგი მასეთი სტატიების თავში ხომ არ კეთდება?! ეს თარგი როგორც წესი მალევე იხსნება ხოლმე გვერდიდან... Dawid 15:35, 19 აგვისტო 2008 (UTC)პასუხი

ხოდა? :) რომ ამოიღება, მერე აღარ იქნება კატეგორიაში ეგ სტატია და ვსიო. ა.


ეს სურათი რიმ ჩავსვა, ვინმე არის მოწინააღმდეგე?–გიორგი    18:02, 25 იანვარი 2009 (UTC)პასუხი

თუ მოწინააღმდეგე არ არის, თბილისის დროით 16 საათზე შევცვლი.–გიორგი   

რა მოსაზრებით ცვლი? - ალ-ო     @ 12:22, 26 იანვარი 2009 (UTC)პასუხი

წინადადება

რედაქტირება

რას იტყვით, რომ ამ თარგიდან ამოვიღოთ წინადადება „ეს თარგი მხოლოდ ორი დღე შეიძლება დარჩეს სტატიაში“? მგონი, არც მოქმედებს ეს წესი რადგან არც ერთი მომხმარებელი არ სვამს ამ თარგს სტატიაში მხოლოდ ორი დღით რამდენიმე მიზეზის გამო — ზოგჯერ სამუშაო ძალიან ბევრია და მის დასამთავრებლად არ არის საკმარისი ორი დღე; შესაძლებელია, მომხმარებელს სხვა საქმეც ჰქონდეს და ვერ მოახერხოს ვიკიპედიაში სტატიის დამუშავება ორ დღეში. — Nodar Kherkheulidze განხილვა 09:06, 13 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი

ჩემი აზრით სწორი მოსაზრებაა. — ჯაბა ლაბა 09:16, 13 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი
თუ არ ამოვიღებთ, ვადა მაინც გავზარდოთ, მაგალითად, ერთ თვემდე. ისე კი უმჯობესია, ამოვიღოთ და იქამდე იყოს თარგი ჩასმული, სანამ მუშაობას არ დაამთავრებ. — Nodar Kherkheulidze განხილვა 09:19, 13 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი

მე მგონი დრო საერთოდ არაა საჭირო. — ჯაბა ლაბა 09:22, 13 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი

ხო, იქამდე გქონდეს ჩასმული, სანამ სტატიის დამუშავებას არ დაამთავრებ. — Nodar Kherkheulidze განხილვა 09:28, 13 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი

ნამდვილად ნოდარ, ეგ ვიგულისხმე. — ჯაბა ლაბა 09:40, 13 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი

რის ორი დღე, კარგით რაა. რომელი ჩვენგანი იცავს ამ წესს? არც არაცინ! მოსაშორებელია საერთოდ ეგ ვადის განსაზღვრა. — მიხეილ (მომწერე) 09:43, 13 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი

ვეთანხმები მეც.--Otogi განხილვაწვლილი 09:45, 13 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი

მოკლედ, ყველანი თანახმა ხართ, რომ ეგ ვადა უნდა ამოვიღოთ, ხო? — Nodar Kherkheulidze განხილვა 09:46, 13 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი

ნოდარ არ იჩქარო, ჯერ სხვებმაც ნახონ ეს განხილვა და მინიმუმ ხვალისთვის ამოვიღოთ ეგ ტექსტი თუ რათქმაუნდა სხვების თანხმობაც იქნება. — ჯაბა ლაბა 09:57, 13 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი

ხო, მაგის დაწერას ვაპირებდი, რომ თუ თქვენ თანახმა ხართ, მაშონ ცოტა ხანს სხვებსაც დაველოდოთ და მერე ამოვიღოთ. — Nodar Kherkheulidze განხილვა 09:59, 13 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი

ok. თავადო.  ჯაბა ლაბა 09:59, 13 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი

მე ის იდეა უფრო მომეწონა, ამოღების ნაცვლად დრო რომ გავზარდოთ, ვთქვათ, ერთი თვე. ასე წლობითაც შეიძლება დარჩეს სტატიაში... ინფორმაციისთვის: არსებობს ასეთი თარგიც: {{დამუშავების პროცესშია}}.—G.G. 10:02, 13 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი
არსებობს გიორგი, მაგრამ როგორია მუშაობის პროცესში სხვაც რომ აფათურებს სტატიაში ხელებს? პირადად ჩემთვის მიუღებელია! — მიხეილ (მომწერე) 10:04, 13 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი
გიო დროს რომ ყურადღებას არ ვაქცევდით ცხადი იყო, ასე მოხდება შემდეგშიც. — ჯაბა ლაბა 10:05, 13 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი
მართალია. თარგი {{დამუშავების პროცესშია}} საშუალებას აძლებს სხვას, რომ ჩაერიოს სტატიის რედაქტირებაში, ეს კი არ იქნება სასიამოვნო, რადგან შეიძლება აზრი აგერიოს. თანაც ეგ ორი თარგი სხვადასხვა შემთხვევის დროს უნდა გამოიყენო. — Nodar Kherkheulidze განხილვა 10:07, 13 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი
მე პირადად, ორ დღეზე მეტს არ ვაცილებდი ხოლმე განსაზღვრულ დროს, მაგრამ გეთანხმები. აქვე, მინდა სამართლებრივი საფუძველი შევქმნა, ასე ვთქვათ, „მიტოვებული“ სტატიებიდან ამ თარგის ამოღებისათვის. თუ ერთი თვე ცოტაა, იყოს ორი. ეგ თარგი კი მხოლოდ ინფორმაციისთვის ვახსენე.—G.G. 10:11, 13 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი
კარგი აზრია, ორი თვე საკმარისი უნდა იყოს. ჯობია, ცოტა დიდი იყოს ვადა, ვიდრე მერე არ გეყოს. მე რასაც ვაკვირდები, ეს თარგი უმეტესობას უმეტეს შემთხვევაში ორ დღეზე მეტი აქვს ჩასმული სტატიაში. — Nodar Kherkheulidze განხილვა 10:15, 13 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი

მოკლედ, თუ არავინ არ არის წინააღმდეგი, როგორც გიორგიმ თქვა, ვადას გავზრდი ორ თვემდე. — Nodar Kherkheulidze განხილვა 10:37, 14 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი

ყავახანაში მაინც მენახა აქ, რომ განხილვა იყო. საწყენია, რომ არ მიმართთ აქტიურ რედაქტორებს. ორი თვე სტატი აქტიურად არ და ვერ უნდა მუშავდებოდეს, მაშინ ეს უკვე აღარ იქნება აქტიური დამშავება. ერთი კვირა გასაგებია, მაგრამ ორი თვე უკვე ნამეტანია - თავისუდფალ ენციკლოპედიაში ორი თვე აუკრძალო მომხმარებელს სტატიის ჩასწორება - კრიმინალია! თუ ვინმეს „ხელების ფათური“ არ მოწონს ან აზრი ეკარგება, გამოიყენოს გარე რედაქტორი (MS Word, OO Writer ან სულაც Notepad-ი) და მერე შემოიტანეთ აქ. პ.ს. ან როგორ არ უნდა დაგეკარგოს აზრი ორი თვის მანძილზე?! --Rastrelli F 09:32, 22 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი
სამწუხაროდ არც მე მინახავს. ორი თვე? სულ ნუ დაიწყებს სტატიას. მოამზადოს ცალკე და შემდეგ შემოიტანოს.--ცანგალა () 14:58, 23 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი
ძალიან კარგი მიდგომაა „სულ ნუ დაიწყებს“... — მიხეილ (მომწერე) 15:09, 23 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი
სულ ნუ დაიწყებს აქ - ვიკიპედიაში, და გთხოვთ ყველას, ერთმანეთის კომეტარების შეფასებას თავი გავანებოთ. ვიმეორებ, ორი თვე აუკრძალო რიგით მომხმარებელს სტატიის ჩასწორება - კრიმინალია! --Rastrelli F 15:23, 23 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი
ერთს დავამატებ, ვიკიპედიაში გაუთვითცნობიერებელი ადამიანი, ანუ მკითხველი, არც კი შეხედავს ამ თარგს ისე შეიტანს ცვლილებებს, ამაში დამეთანხმებით, ხოლო აქ მომუშავეებს კი გვესმის იმდენი, რომ ერთმანეთს ხელი არ შევუშალოთ და თუ კი რაიმე შენიშვნა გვაქვს ასეთ სტატიასთან დაკავშირებით, მივწეროთ და ისე მივუთითოთ. — მიხეილ (მომწერე) 15:27, 23 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი
გასაგებია, მაგრამ ამ მიდგომას ყველაზე ვერ გავავრცობთ. ეს ორი თვე გამოიწვია ისევ დაისევ იმ არასწორმა მიდგომამ რასაც ქვია: „ჩემი სტატია“, „ჩემ მიერ შექმნილი სტატია“ და ა. შ. რაც ვიკიპრინციპებს ძირშივე ეწინააღმდეგება. თუმცა ეხლა ჩემი პროტესტი ძაღლის ყეფას გავს... --Rastrelli F 15:34, 23 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი

მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ თვეობით მეც ვსვამ ამ თარგს და შესაბამისად მეც ვარღვევ წესს (ყოველშემთხვევაში მოქმედ წესს), მაინც საშინლად არ ვიზიარებ იმ აზრს, რომ ვადა გაიზარდოს ორ თვემდე. ზოგადად, ნორმალურ ვიკიპედიებში ამ თარგის ჩასმა დიდი ხნით უზრდელობად ითვლება - უკრძალავ ვიკიპედიელებს სტატიაში შეიტანონ ცვლილებები, მაშინ, როცა თავად ძალიან ნელა მუშაობ... მაგალითად გერმანულში მე გაფრთხილებაც მაქვს მიღებული და უზრდელიც მიწოდეს სამართლიანად იმისათვის, რომ ასეთი თარგი სტატიაში 2 დღის განმავლობაში დავტოვე (იქ მაქსიმუმი 2 საათია). წესი მაინც არ მოქმედებს და მოდი გავაუქმოთ - ეს არასწორი მიდგომაა. სწორი იქნებოდა იმაზე გვეფიქრა, როგორ ავამუშავოთ წესი. მე გეტყვით გერმანული ვიკიპედიის მაგალითს, როგორაა იქ მიღებული და ვფიქრობ, რომ კარგი წესი აქვთ და ჩვენთანაც არ იქნება ცუდი: თუკი მომხმარებელს სურს სტატიაზე ხანგრძლივად მუშაობა, მან საკუტარ სახელთა სივრცეში (User:Jemand/Artikel) უნდა დაიწყოს მუშაობა. იქ იმუშავებს რამდენიც უნდა, არავინ ხელს არ შეუშლის. მუშაობის დასრულების შემდეგ კი, სასურველ სტატიისა და სამუშაო გვერდის ისტორიას გერმანელები აერთიანებენ (ეს ჩვენთანაც შესაძლებელია). ამგვარად სტატიის რედაქტირებას სხვასაც არ უშლიან და მათი მუშაობისდროინდელი წვლილიც საბოლოოდ სასურველი სტატიის ისტორიაში ინახება. რას იტყვით? Deu aw 15:46, 23 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი

მე მხოლოდ ერთს დავამატებ. რასაკვირველია 14 სექტემბრიდან დღემდე 9 დღეა გასული. მუშავდება 2 თვე წამოაყენეს 13 სექტემბერს და 14 სექტემბერს არის თარგი შესწორებული. მინიმუმ 3 დღეც კი არ დაელოდეს და ახლა 2 თვე არის ლოდინის ვადა. მიხეილს კი ვერ დავეთანხმები იმაზე, რომ ახალი მომხმარებელი არ მიაქცევს ყურადღებას თარგს. მე პირიქით ვფიქრობ. ცანგალა () 16:17, 23 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი
ისევ იგივე... ყველგან ერთი და იგივე... საქმეზე რას იტყვი? ჩემს შემოთავაზებულ ვერსიაზე რას იტყვი? Deu aw 16:22, 23 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი
აქვს აზრი უკვე მიღებულ გადაწყვეტილებაზე რამეზე საუბარი? ისევ იგივე ყოველ 9 დღეში?--ცანგალა () 16:25, 23 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი
გადაწვეტილება მიღებული არაა. რიტორიკულ კითხვების დასმას ჯობია წაიკითხო ჩემი შემოთავაზება და შეაფასო. Deu aw 16:29, 23 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი
გადაწყვეტილება მიღებული არ არის? 17:12, 14 სექტემბერი 2011 Nodar Kherkheulidze (განხილვა | წვლილი | ბლოკირება) (1,857 ბაიტი) (შეიცვალა ვადა) - ე. ი. შეიცვალა ვადა გადაწყვეტილების მიღების გარეშე? შენს შემოთავაზებული კი ყველამ უნდა დავწეროთ აზრი და არა მხოლოდ მე.--ცანგალა () 17:17, 23 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი
მაგის მერე კიდევ მიმდინარეობს განხილვა და საბოლოო გადაწყვეტილება არაა მიღებული. ვინც იჩქარა, იმას ეჩხუბე, აქ კი მიმდინარეობს განხილვა, როგორ მოვიქცეთ ახლა. ყველაში შენც შედიხარ და დაწერე შენი აზრი, დაიწყე! Deu aw 18:24, 23 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი
დათოს ვეთანხმები. ინგლისურშიც მასეა (ისე, მე რატომ არ მომივიდა თავში? :)).—G.G. 18:53, 23 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი
მადლობა დათო გამოხმაურებისთვის, საკუთარი სახელის სივრცეში შექმნა და მერე შეერთბა, ისტორიის დაცვით - კარგი ალტერნატივაა (უკეთესი გარე რედაქტორზე).--Rastrelli F 22:11, 23 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი
საკუთარ სახელთა სივრცეში (User:Jemand/Artikel) ეს იგივე პრინციპია როგორც თქვენ ასევე გაქვთ „სავარჯიშო“? თუ იგივე პრინციპია ცუდი აზრი არ არის. ცანგალა () 22:23, 23 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი
კი, ზუსტად იგივე პროინციპია. მაგალითად, თუ მე მსურს ძირეულად გარდავქმნა სტატია საქართველო, ამაზე მუშაობას დავიწყებ User:Deu/საქართველო - ამ გვერდზე, შემეგ კი, საბოლოო ვარიანტს, თავისივე ისტორიით გადავიტან სტატიის გვერდზე. Deu aw 04:15, 24 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი
ესეც მივიყვანოთ ბოლომდე კენჭისყრამტე. ალბათ ჯერ ფორუმზე უნდა ვისაუბროთ ორივე თარგზე — ყველას გთხოვთ არ დაიზაროთ. ცანგალა () 11:00, 9 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი

წინადადება დიეზი 2

რედაქტირება

ხომ არ გაგვეკეთებინა ისე რომ კიდევ ერთი კატეგორია ჩაესვა რომელიც კონკრეტული იუზერის სტატიებს გააერთიანებს.მაგ.: სტატიები რომლებსაც ამუშავებს მომხარებელი:dixtosa. მე მაქ მაგალითად პრობლემა. დაუმთავრებელში სად ვეძებო ახლა. თან მანდ არამარტომაგთარგიანი სტატიებიცაა— ~~დიქსტოსა განხილვაწვლილი 20:08, 2 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი

საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. Deu aw 03:38, 3 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი
დიეზი ნიშნავს, მომხმარებელმა, რომ არ ეძებოს უკვე ექნება თავისი დიეზით გაერთიანებული ექნება. წინააღმდეგი არ ვარ. კარგი აზრია.--ცანგალა () 10:57, 9 ოქტომბერი 2011 (UTC)პასუხი

2 კვირა

რედაქტირება

შემომაქვს წინადადება, ამ თარგის სტატიაში დარჩენის ხანგრძლივობა მინიმუმ 2 კვირამდე შევამციროთ. --მიხეილ (მომწერე) 20:24, 9 ნოემბერი 2011 (UTC)პასუხი

*  (მომხრე) იყოს. რაც ნაკლები, მით უკეთესი. ალტერნატივა — მომხმარებლის სახელთა სივრცის გამოყენება. მე ამას უფრო ვემხრობი, თუ სტატიის დამუშავება ხანგრძლივი პროცესია.— G.G. 08:49, 21 ნოემბერი 2011 (UTC)პასუხი

  •   (წინააღმდეგი) ორი კვირა ბევრია. უკეთესი იქნება ერთი კვირა — იმ შემთხვევაში თუ დამუშავება უფრო მეტ დროს მოითხოვს, მომხმარებლის სახელთა სივრცე... Deu განხილვა 08:56, 21 ნოემბერი 2011 (UTC)პასუხი

*  (მომხრე) მიუხედავად იმისა რომ ვადის გაზრდას ხმა მივეცი, მას შემდეგ პრაქტიკულად დავრწმუნდი, რომ ამან საქმე კი არ გააკეთა პირიქით გააფუჭა. ასე რომ 2 კვირა საკმარისია. --ჯაბა ლაბა 18:19, 24 ნოემბერი 2011 (UTC)პასუხი

1 კვირა

რედაქტირება
შევეცდები კიდევ ერთხელ მოკლედ განვმარტო, თუ რატომ არ შეიძლება დიდი ხნით ამ თარგის სტატიაში ყოფნა: ვიკიპედიის მთავარი პრინციპია, რომ სტატიას წერს არა ერთი პიროვნება, არამედ ეს ჯგუფურად იწერება. ვიკიპედიის წესებით ყველას აქვს უფლება ნებისმიერ დროს მოახდინოს სტატიის რედაქტირება. ეს თარგი კი ზღუდავს მომხმარებელს, სტატიაში ცვლილებები შეიტანოს - ამგვარი შეზღუდვა არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. Deu განხილვა 16:39, 5 დეკემბერი 2011 (UTC)პასუხი

ვინაიდან უკვე დიდი ხანი გავიდა და სხვამ არავინ ისურვა ამ გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება, ტექსტი შეიცვალა უმრავლესობის (ხუთი ხმა სამის წინააღმდეგ) სურვილის შესაბამისად. — G.G. 20:09, 28 დეკემბერი 2011 (UTC)პასუხი

ერთი თარგის დანიშნულება ის არის, რომ უკრძალავს სხვა მომხმარებლებს გარკვეული დროის განმავლობაში ცვლილებები არ შეიტანონ სტატიაშე (მე 2 კვირა ყველაზე ნორმალური მგონია), მეორე თარგი კი აძლევს საშუალებს ამ დამუშავებაში რედაქტორს სხვბიც დაეხმარნონ, ჯგუფურად იმუშავონ. პ.ს. განისაზღვროს წესის ამოქმედების დრო. არ ამოქმედდეს უახლოესი 2 კვირის განმავლობაში. — GIO→13  21:11, 28 დეკემბერი 2011 (UTC)პასუხი

ნეიტრალურია 10 დღე, 5 ხმა 3-ის წინააღდეგ არ ნიშნავს კონსენსუსს, ამიტომ ავიღოთ შუალედური, 10 დღე. — GIO→13  21:48, 28 დეკემბერი 2011 (UTC)პასუხი

კარგი იქნებოდა ეგ რაც დაწერე, ადრევე გეთქვა. კონსენსუსს რამდენი ხანი შეიძლება ელოდო? თვეები? იქნებ წლებიც? თუ, სიტყვაზე, სულ 8 მომხმარებელია ვიკიპედიაში, მაშინ რა ვქნათ? 5 დეკემბრის შემდეგ არაფერი შეცვლილა. 24 დეკემბერს საზოგადოებას შევახსენე, რომ ეს საკითხი კვლავ გადაუჭრელია (ახლანდელი კენჭისყრისა არ იყოს), მაგრამ ამას შედეგი არ მოყოლია... რომ გვინდა, ჩვენს უცხოელ ვიკიპედიებს ცოტათი მაინც მივუახლოვდეთ: რუსულში 2 დღე წერია, ინგლისურში — რამდენიმე საათი, ხოლო გერმანულში 2 საათი ყოფილა საერთოდაც... დათომ კარგად ახსნა ზემოთ, რატომ არ შეიძლება სტატიის რედაქტირების აკრძალვა დიდი ხნით და სადღაც ისიც თქვა, რომ გერმანულ ვიკიში ორ საათს რომ გადააცილა, თავხედი უწოდეს (თუ ზუსტად მახსოვს). მხოლოდ ახლა, 29 დეკემბერს, რომ შევცვალე დრო, მაშინ გამოითქვა უკმაყოფილება და პრეტენზიები. ქმედება იწვევს რეაქციას, უმოქმედობა — უმოქმედობას და უძრაობას. — G.G. 07:54, 29 დეკემბერი 2011 (UTC)პასუხი

პირადად მე დამღალა ამდენმა შედარებებმა სხვა ვიკიპედიებთან! გვავიწყდება სად ვართ! კარგად შეხედეთ რამდენი სტატიაა გერმანულ ვიკიში, რამდენი მომხმარებელი ან რამდენი ადმინისტრატორი. --მიხეილ   (მიწერა) 11:51, 29 დეკემბერი 2011 (UTC)პასუხი
მიშა გეთანხმები. ვერ ვხვდები რატო ითვლება ინგლისური, გერმანული და ა.შ. ვიკიპედიები ეტალონად და რატომ უნდა მივბაძოდ ყველაფერში მათ? ნუთუ არ შეიძლება რაღაც განსხვავებული გვქონდეს?--David   12:15, 29 დეკემბერი 2011 (UTC)პასუხი
„სადაც ვართ“, რომ გვახსოვს, მაგიტომ ყვავის ქართული ვიკიპედია. აწი მე აღარ ჩავერევი ამ საკითხში, გადაწყვიტეთ როგორც გენებოთ. ხოლო მე მიღებულ გადაწყვეტილებას არ გავაპროტესტებ, თუნდ საერთოდ ამოიღოთ ეგ დრო და თუნდ 1 წამამდე დაიყვანოთ. მე ერთი ვიცი მხოლოდ: ამ თარგს მე აღარ გამოვიყენებ და მშვენივრადაც განვაგრძობ მუშაობას ვიკიში, იმის სადემოსტრაციოდ, რომ ბუზისაგან სპილოს შექმნით ქართულ ვიკიპედიას სარგებლობა არ ექნება. ეს ეხება ამ თარგსაც. მე მოვრჩი აქ.— G.G. 12:18, 29 დეკემბერი 2011 (UTC)პასუხი
კი, გერმანელებმა უზრდელად ჩამთვალეს იმიტომ, რომ სხვებს არ მივეცი საშუალება რედაქტირებისა 4 საათის განმავლობაში. ეს სულაც არაა სასაცილო. მეზარება აქ კიდევ ერთხელ იმისი ახსნა, თუ რა ძირითად პრინციპს არღვევს ამ თარგში დიდი დროის მითითება. ვისაც ასე გაინტერესებთ, ტელეფონი იცით ჩემი. Deu განხილვა 12:24, 29 დეკემბერი 2011 (UTC)პასუხი
ქართული ვიკიპედიისთვის დიდი დრო არ არის მაგალითად, 10 დღე. მაგრამ ისეთი დიდი ვიკიპედიებისთვის, მაღლა რომ ახსენეთ 1 დღეც კი დიდი დროა ამ შემთხვევაში. ნუ ცდილობთ ყველაფერი გერმანულ (თუნდაც სხვა ვიკიპედიებს) მიამსგავსოთ. ჩვენ ჩვენი შევქმნათ და უკეთესი. დაე სხვებმა მოგვბაძონ! — GIO→13  13:12, 29 დეკემბერი 2011 (UTC)პასუხი
მართალია, ქართულში თუ 10 დღე იქნება, გერმანელებიც თუ არ შეცვლიან, დაფიქრდებიან მაინც, 2 საათის 10 დღეზე შეცვლით.— G.G. 13:22, 29 დეკემბერი 2011 (UTC)პასუხი
კარგად ნათვამის ყველაზე ცუდი გაგება იყო ეგ. — GIO→13  13:46, 29 დეკემბერი 2011 (UTC)პასუხი
ქართული ვიკისაზოგადოება პატივს, რომ არ სცემს კენჭისყრის შედეგებს, ამიტომაა ეს ნიჰილისტური დამოკიდებულება კენჭისყრებისადმი. ესაა პრობლემა ქართულ ვიკიში და არა სხვა რაიმე. --ჯაბა ლაბა 14:22, 29 დეკემბერი 2011 (UTC)პასუხი
100%-ით მართალი ხარ, ჯაბა.— G.G. 18:28, 30 დეკემბერი 2011 (UTC)პასუხი

გიორგი (აიტიშნიკ) გუშინ რაც „ვიწინასწარმეტყველე“ ხედავ დღეს ახდა ჩემს განხილვის გვერდზე. ზოგადად პატივს არ ვცემთ არანაირ გადაწყვეტილებას. --ჯაბა ლაბა 18:57, 30 დეკემბერი 2011 (UTC)პასუხი

გვერდ „მუშავდება/არქივი1“-ზე დაბრუნება.