თამრიკო ჭოხონელიძე
თამრიკო ჭოხონელიძე (დ. 18 იანვარი, 1964, თბილისი) — ქართველი მომღერალი, პიანისტი, მუსიკათმცოდნე.[1] 1973–1978 წლებში იყო ანსამბლ მზიურის ერთ-ერთი წევრი. 1981 წლიდან საქართველოს ფილარმონიის სოლისტია.[2]
თამრიკო ჭოხონელიძე | |
---|---|
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | თამარ ჭოხონელიძე |
დაბ. თარიღი | 18 იანვარი, 1964 თბილისი, საქართველო |
წარმოშობა |
![]() |
საქმიანობა | მომღერალი |
ჯილდოები |
![]() |
განსაკუთრებით აღსანიშნავია ვოკალური ნამუშევარი კინოფილმში "იავნანა". მიღებული აქვს სამი თაობის საუკეთესო შემსრულებელის წოდება (1996) და ფესტივალ „თბილისური გაზაფხულის“ წლის საუკეთესო შემსრულებელის წოდება (1995).[2]
კონცერტებზე ასრულებს ხალხურ და საესტრადო სიმღერებს. მისი ქალიშვილი — მარიამ როინიშვილი ასევე მომღერალია, ასრულებს საოპერო არიებს. ვაჟი — კოკო როინიშვილი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. ასევე ჰყავს შვილიშვილები.
1998 წელს დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.[2]
2016 წლის 15 დეკემბერს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა თამარ ჭოხონელიძის ვარსკვლავი.
2019 წლის 14 მაისის ეთერის შემდეგ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მომღერალ თამარ ჭოხონელიძეს მიმართა და მის მიმართ წამოსულ აგრესიასა და კიბერბულინგზე ისაუბრა.[3]
ნინო ლომჯარია ჭოხონელიძის მიმართ პატივისცემას გამოხატავს: „ძალიან სწორი და ჯანსაღი სამოქალაქო პოზიციის გამო ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობის, ურთიერთპატივისცემის და შემწყნარებლობის დასაცავად“.[3]
გადაღებულია ფილმებში[4]:
სქოლიორედაქტირება
- ↑ თამრიკო ჭოხონელიძე
- ↑ 2.0 2.1 2.2 წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.458
- ↑ 3.0 3.1 ნინო ლომჯარიას ღია მიმართვა მომღერალ თამარ ჭოხონელიძეს netgazeti
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 ეროვნული ფილმოგრაფიის მონაცემებით. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-19. ციტირების თარიღი: 2019-05-14.