მარიამ როინიშვილი

მარიამ როინიშვილი (დ. 9 დეკემბერი 1989, თბილისი) — ქართველი სოპრანო.

მარიამ როინიშვილი
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი მარიამ როინიშვილი
დაბ. თარიღი 9 დეკემბერი, 1989
დაბ. ადგილი თბილისი
წარმოშობა საქართველოს დროშა ქართველი
ჟანრ(ებ)ი კლასიკური მუსიკა
საქმიანობა სოპრანო

ბიოგრაფია

რედაქტირება

მარიამი მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძისა და მსახიობ გიორგი როინიშვილის ქალიშვილია. დაამთავრა თბილისის ვანოს სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სპექტაკლებშიც. მარიამს ოპერა, დედამ შეაყვარა. თამრიკოს ორივე შვილი პატარაობიდანვე ხშირად დაჰყავდა ოპერაში.[1] 2014 წელს მარიამ როინიშვილი ასევე იყო „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე.