თაკო ჩარკვიანი

(გადამისამართდა გვერდიდან თამარ ჩარკვიანი)

თამარ (თაკო) ჩარკვიანი (დ. 22 სექტემბერი, 1962) — ქართველი მუსიკოსი, პოლიტიკოსი და პუბლიცისტი.

თაკო ჩარკვიანი
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 დეკემბერი, 2020 – დღემდე
პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 მარტი, 2019 – დღემდე

დაბადებული22 სექტემბერი, 1962 (1962-09-22) (62 წლის)
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაკანონი და სამართალი
მამაჯანსუღ ჩარკვიანი
მეუღლეჯონი გიგანი
შვილებიირმა გიგანი (დ. 1996)

ბიოგრაფია

რედაქტირება

1980 წელს დაამთავრა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური მუსიკალური სკოლა. 1980-1986 წლებში სწავლობდა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო განყოფილებაზე. 1986-2005 წლებში მუშაობდა ტელე-რადიო მაუწყებლობის კომიტეტში მუსიკალურ რედაქტორად. მუსიკალური რედაქციის მთავარი რედაქტორის მოადგილედ და მუსიკალური განყოფილების კოორდინატორად. იყო ავტორი და წამყვანი გადაცემებისა – „კოლაჟი“ და „მუსიკალური შეხვედრები“. 1987-2012 წლებში მუშაობდა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის, ესთეტიკისა და ხელოვნებათმცოდნეობის კათედრაზე, ასევე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სპეციალურ მუსიკალურ სკოლაში, საფორტეპიანო კათედრის პედაგოგად.

1995 წელს გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ პირველად გამოქვეყნდა მისი მოთხრობები. 2008 წელს გამოიცა მისი პუბლიცისტური წერილებისა და მოთხრობების პირველი კრებული – „რა ჟამს აღსდგე ძილისაგან“. 2009 წელს, ჯანსუღ ჩარკვიანთან ერთად დააფუძნა გაზეთი „ქართული სიტყვა“. 2012 წელს იყო შპს „მორკინალის“ ვიცე-პრეზიდენტი. 2012-2015 წლებში იყო შპს „პირველი საავადმყოფოს“ დირექტორის მოადგილე და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. 2008-2011 წლებში იყო ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდის „ოქროს ფრთა“ პრეზიდენტი.

2019 წელს დააფუძნა პოლიტიკური პარტია „კანონი და სამართალი“. 2020 წელს გახდა საარჩევნო ბლოკის „სტრატეგია აღმაშენებლის“ თანადამფუძნებელი, რომლებშიც შედიოდნენ „კანონი და სამართალი“ და ამავე სახელწოდების პარტია.

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „გიორგი ვაშაძე — სტრატეგია აღმაშენებელი“.[1] იგი ოპოზიციასთან ერთად ბოიკოტს უცხადებდა ამ პარლამენტს, რადგან არჩევნებს გაყალბებულად თვლიდა. მას შემდეგ, რაც ბლოკის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ შარლ მიშელის შეთავაზებულ დოკუმენტზე ხელის მოწერა და ბოიკოტის დასრულება გადაწყვიტა, ჩარკვიანმა განაცხადა, რომ ეს მიუღებელია და ბლოკი დატოვა.[2] 8 ივნისს განაცხადა პარლამენტში შესვლის შესახებ. მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოში შეცვლილი ვითარების გამო შევიდა, შარლ მიშელის დოკუმენტს კი ხელი არ მოაწერა, რადგან 20 ივნისის საქმეების ამნისტიას არ ეთანხმებოდა.[3]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 6 დეკემბერი, 2020.
  2. „თაკო ჩარკვიანი პირად Facebook-ზე ატარებს გამოკითხვას, შევიდეს თუ არა პარლამენტში“. formulanews.ge. ციტირების თარიღი: 8 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  3. „თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევიდა“. formulanews.ge. ციტირების თარიღი: 8 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)