თამარისის აკლდამა

თაამრისის აკლდამა — არქეოლოგიური ძეგლი მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელი თამარისთან, მდ. ხრამის მარცხენა ნაპირზე, ისტორიული ქვემო ქართლის საზღვარებში. სამარხი აღმოჩნდა 1954 წელს, თამბაქოს საშრობის მშენებლობის დროს, მიწის ზედაპირიდან 0,73 მეტრის სიმაღლეზე. იგი გახსნა და დააზიანა ადგილობრივმა მოსახლეობამ, რის შედეგად სამარხიდან ფიქსაციის გარეშე ამოღებული იქნა 11 ჭურმჭელი. 1961 წელს ეს ძეგლი შეისწავლა ივ.ჯავახიშვილის სახელობის ისტორის ინსტიტუტის არქეოლოგიურმა დაზვერვითა ექსპედიციამ (ხელმძგვანელი გ. ფხაკაძე). სამარხი წარმოადგენდა 1 X 1,25 მ ფართობის ოვალურ ორმოში 6-7 ფენად. მშრალი წყობით ამოყვანილი ქვის აკლდამას, რომელიც ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ იყო მიმართული.

თამარისის სოფელი

ჩრდილოეთის კედელი მრავალი იყო, ხოლო სამხრეთისა სწორ და საფეხურებად ნაგები,გადახურული დიდი ზომის ქვებით. სამარხის ჩრდილოეთ ნაწილში აღმოჩნდა თიხის ოთხი კოჭობი, ძვლის წაკვეთილი კონუსის ორმის კვირისთავი და ობსიდიანის გვერდამოღებული საფხეკი. კერამიკა ნაძერწია ხელით, არათანაბრად გამომწვარი, ვარდისფერი ან ნაცრისფერი ლაქებით. ფორმა დანიშნულების მიხედვით კერამიკული ნაწარმი ორგვარია: 1. დიდ-პატარა ჯარამები—ბადიები, ყელდაბალი, ოდნავ წიბოებიანი მუცლთა და ფართო ძირით, ერთზე მრგვალ-ბრტყელ გავკვეთიანი ყურია, უმრავლესობას მიძერწილი აქვს შვერილები ან შვერილკოპები. სწორპირიანი, მომაღლო, ცილინდრული ყელის მქონე, მრგვალმუცლიანი, ცალყურა ჭურჭელი, რომელთაგან ორს მარტივი ამოკაწრული ორნამენტი ამკობს. აღნიშნული ძეგლი ადრებრინჯაოს ხანისაა და ეკუთვნის მტკვარ-არაქსის კულტურის ადრეულ საფეხურს. თამარისის აკლდამის მასალები ინახება თეთრი წყაროს. მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს არქეოლოგია, ტ. II, გამომცემლობა „მეცნიერება“, თბ., 1992, გვ. 166-167.