თამაზ ლაფერაშვილი
თამაზ ლაფერაშვილი (დ. 12 აპრილი, 1935, თბილისი — გ. 13 ნოემბერი, 2014) — ქართველი მომღერალი, პედაგოგი. საქართველოს სახალხო არტისტი (1990).
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალის ფაკულტეტი.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში მონაწილეობდა საოპერო სტუდიის სპექტაკლებში: „მოხუცი ბოშა“ და „ექიმი“. 1961 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი, ლენინგრადის მცირე საოპერო თეატრის სოლისტი 1970-იან წლებში, თბილისის საოპერო თეატრის დირექტორის მოადგილე 1992–2004 წლებში. 2001 წლამდე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალის პედაგოგი. მისი ქართული რეპერტუარი, ოპერები: აბიო, ცანგალა (ზ. ფალიაშვილი „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“), მაკარი (ვ. დოლიძე „ქეთო და კოტე“), მაცნე, კაც ზვამბაია, ქრისტეფორე, გიორგი, ხუტა, შერგილი (ო. თაქთაქიშვილი „მინდია“, „მთვარის მოტაცება“, „პირველი სიყვარული“, „სამი ნოველა“), მჭედელი (ა. ბუკია „სამი მჭედელი“), მოამბე (ა. შავერზაშვილი „ოიდიპოს მეფე“), მარკიზი (გ. ყანჩელი „…და არს მუსიკა“), მაკარი (ჯ. და ვ. კახიძეები „ბარბალე“). კამერული რეპერტუარები: ს. ნასიძე ვოკალური ციკლი „ქართული ხალხური პოეზიიდან“ პირველი შესრულება, შესრულდა ლენინგრადში, უნგრეთში 1969 წელს, ვ. აზარაშვილი ვოკალური ციკლი შ. ნიშნიანიძის ლექსებზე პირველი შესრულება, შესრულდა მოსკოვში, პეტერბურგში 1976 წელს, სხვა რეპერტუარები: ფილიპე, ფარაონი, ფერნანდო (ვერდი „დონ კარლოსი“, „აიდა“, „ტრუბადური“), დონ პასკუალე (დონიცეტი „დონ პასკუალე“), დონ ბაზილიო (როსინი „სევილიელი დალაქი“), მაზეტო, კომანდორი, ლეპორელო (მოცარტი „დონ ჟუანი“), მეფისტოფელი (გუნო „ფაუსტი“), ბორისი, პიმენი, ვარლაამი (მუსორგსკი „ბორის გოდუნოვი“), ბერტრანი, რენე, გრემინი (ჩაიკოვსკი „იოლანტა“, „ევგენი ონეგინი“), კონჩაკი (ბოროდინი „თავადი იგორი“), მეწისქვილე (დარგომიჟსკი „ალი“), ალეკო, მოხუცი ბოშა, ბარონი, მალატესტა (რახმანინოვი „ალეკო“, „ძუნწი რაინდი“, „ფრანჩესკა და რიმინი“), რუსლანი (გლინკა „რუსლან და ლუდმილა“), პორგი (გერშვინი „პორგი და ბესი“), რემენიუკი, მეფე–ტრეფი (პროკოფიევი „სემიონ კოტკო“, „სამი ფორთოხლის სიყვარული“), ტაპა (ჩალაევი „მთიელები“).
ჯილდოები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2015, გვ. 281