თამაზ ანთაძე
თამაზ ანთაძე (დ. 1 ივნისი, 1935, თბილისი — გ. 17 ნოემბერი, 2002, თბილისი) — ქართველი და საბჭოთა ხელბურთელი და ხელბურთის მწვრთნელი. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი.[1][2]
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
სრული სახელი | თამაზ ანთაძე |
მეტსახელ(ებ)ი | „ფარჩო“ |
ეროვნება | ქართველი |
დაბ. თარიღი | 1 ივნისი, 1935 |
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი |
გარდ. თარიღი | 17 ნოემბერი, 2002 (67 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველო |
სპორტი | |
ქვეყანა |
სსრ კავშირი საქართველო |
სპორტი | ხელბურთი |
კლუბი | „ბურევესტნიკი“ თბილისი |
ბიოგრაფია
რედაქტირებათამაშობდა თბილისის „ბურევესტნიკსა“ (1960–1970) და საბჭოთა კავშირის ნაკრებში (1964–1970). საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი (1962, 1964), სამგზის მეორე (1965, 1966, 1967) და მესამე (1963) პრიზიორი. ჩამოაყალიბა გუნდები: „დინამო“ და „კოლმეურნე“ (1970), თელავში დააარსა ბავშვთა და მოზარდთა სპეციალიზებული სპორტული სკოლა (1981). იყო ოლიმპიური რეზერვების ხელბურთის სკოლის დირექტორი (1985–1988), ქუვეითის კლუბების „ალ არაბის“ (1989–1990), „კლაბ ქუვეითის“ (1991–1992) და ამ ქვეყნის ნაკრების (1993–1994) მწვრთნელი.[3]
მისი ხელმძღვანელობით „ალ-არაბიმ" ქვეყნის თასი მოიგო (1990), „კლაბ ქუვეიტი" მესამე პრიზიორი (1992), ნაკრები კი აზიის თამაშების ჩემპიონი გახდა (1994).[1]
1970-იან წლებში ტრესტ „ალაზანმშენის" მთავარ ინჟინრად მუშაობისას მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კახეთის სპორტულ ცხოვრებაში — მისი ხელმძღვანელობით აშენდა თელავში სპორტთამაშების დარბაზი, ჩოგბურთის კორტები, ხოლო გომბორის ქედზე, ცივის მთაზე — სამთო-სათხილამურო ტრასა და საბაგირო. საბაგირო შემდეგ გუდაურში გადაიტანეს, ხოლო კორტებსა და დარბაზში დღესაც იმართება საერთაშორისო შეჯიბრებები.[1]
თამაზ ანთაძემ, როგორც მოთამაშემ, მწვრთნელმა და სელექციონერმა დიდი ღვაწლი დასდო საქართველოში სპორტის ამ სახეობის განვითარებას.[4]
მიღწევები
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირება- „ბურევესტნიკი“ თბილისი
- საბჭოთა კავშირის ჩემპიონი: 1962, 1964
- საბჭოთა კავშირის ვიცე-ჩემპიონი: 1965, 1966, 1967
- საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1963
სამწვრთნელო
რედაქტირება- „ალ-არაბი“
- ქუვეითის თასი: 1990
- „კლაბ-ქუვეითი“
- ქუვეითის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1992
- ქუვეითის ეროვნული ნაკრები
- აზიის თამაშების ჩემპიონი: 1994
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერიშვილი, ელგუჯა., ქართული სპორტის ოქროს წიგნი, თბ.: პალიტრა L, 2013. — გვ. 13. 371 გვ.
- გოგელია, არჩილ., ასეთია სპორტული ცხოვრება / რედ.: გ. ფანჯიკიძე, თბ.: განათლება, 1986. — გვ. 11–14. 414 გვ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- თამაზ ანთაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- თამაზ ანთაძე — ბიოგრაფიული ლექსიკონი
- თამაზ ანთაძე — ქართული სპორტი
- თამაზ ანთაძე — ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 თამაზ ჩიქვანაია (2 ივნისი, 2017). „თბილისელი „ფარჩო“ — დიდი მწვრთნელი და უღალატო კაცი!“. Sputnik საქართველო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-21. ციტირების თარიღი: 21 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ ნიკო ვაყელიშვილი (29 მაისი, 2015). „თამაზ ანთაძის იუბილე თელავში აღინიშნება“. „მსოფლიო სპორტი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-21. ციტირების თარიღი: 21 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ ბერიშვილი, ე., 2013, გვ. 13
- ↑ გოგელია, ა., 1986, გვ. 12