ცივი (მთა)

მთა საქართველოში, კახეთის მხარეში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ცივი (მრავალმნიშვნელოვანი).

ცივიმთა საქართველოში, კახეთის მხარეში, თელავისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების საზღვარზე. მდებარეობს გომბორის ქედის შუა მონაკვეთზე, მდინარეების კისისხევისა და თურდოს (ალაზნის მარჯვენა შენაკადები) ზემოდინებათა წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 1991 მ. აგებულია მიო-პლიოცენური (ცივის წყება) ფხვიერი ნალექებით — კონგლომერატებით, ქვიშებითა და თიხებით. მისი ჩრდილო-დასავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი კალთები ციცაბოა, სამხრეთ-დასავლეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი — დამრეცი. ზედა ნაწილი შემოსილია სუბალპური ბალახეულით, ქვედა — ფოთლოვანი ტყით.

ცივი
მთა ცივი
მთა ცივი
კოორდინატები: 41°49′14″ ჩ. გ. 45°20′39″ ა. გ. / 41.82056° ჩ. გ. 45.34417° ა. გ. / 41.82056; 45.34417
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული თელავის მუნიციპალიტეტი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 1991 
ქედი გომბორის ქედი
ამგებელი ქანები კონგლომერატი, ქვიშა და თიხა
ცივი (მთა) — საქართველო
ცივი (მთა)
ცივი (მთა) — კახეთის მხარე
ცივი (მთა)
სურათები ვიკისაწყობში

ლიტერატურა

რედაქტირება