თაიღანი
მწევარი ძაღლის ჯიში
თაიღანი,[1] ყირგიზული მწევარი — მწევარი ძაღლის ჯიში. ჩამოყალიბდა ყირგიზეთის მთიან რაიონებში ადგილობრივი ძაღლების შეჯვარებით მომთაბარეთა მწევრებთან (სალუკებთან) VIII–IX საუკუნეში. თაიღანით ნადირობენ ვირზაზუნაზე, მელაზე, მაჩვზე, ჩლიქოსნებზე, გარეულ კატაზე, მგელზე (გუნდით); გამოიყენება წყვილში მთის არწივთან ერთად. დიდი (სიმაღლე მინდაოში 60–70 სმ), მკვირცხლი, ამტანი, მხეცების მიმართ ავი ძაღლია. თავი წაგრძელებულია, ყურები თხელი, ჩამოკიდებული. მკერდი ფართო და ღრმა; მუცელი აწეული. ბეწვი ხშირი, რბილი, გრძელი (უფრო გრძელი აქვს კეფაზე, ყურებზე, კისერზე, მხრებზე, კიდურებსა და ხმლისმაგვარ კუდზე). შეფერილი არიან შავად, წითურად, რუხად, ჩალისფრად, თეთრად ან ვეფხვისებრად, ზოგჯერ თეთრი ნიშნებითა და თრთვილებით. ჯიში თანდათან ქრება.
ლიტერატურა
რედაქტირება- Русская охота: Энциклопедия. М., 1998;
- Соловьёва Л. Н. ТАЙГАН // Большая российская энциклопедия. т. 31. — М., 2016. — стр. 584.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ სააკაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 261.