სალუკი
ძაღლის ჯიში
სალუკი — მწევარი ძაღლის ჯიში. მისი წინაპრები ძვ. წ. 7–6 ათასი წლით თარიღდებიან. ძველ ეგვიპტელებს წმინდად მიაჩნდათ და „ეგვიპტის სამეფო ძაღლს“ უწოდებდნენ. იყენებდნენ გაზელზე სანადიროდ. მოხდენილი, ფხიზელი, მამაცი, ტანწერწეტა, გრეიჰაუნდის მსგავსი ძაღლია; აქვს გრძელი ყურები და ხავერდოვანი ბეწვი; ერთ-ერთ სახესხვაობას ყურებზე, ფეხებსა და კუდზე გრძელი ბეწვი ეზრდება. ფერად თეთრი, მკრთალი ყავისფერი, წითელ-ყავისფერი, შავ-თრთვილაა; აგრეთვე ახასიათებს შავის, თეთრისა და ყავისფრის შეხამება. მამალი სიმაღლეში 58-71 სმ-ია, წონაში 20–27 კგ; დედალი არსებითად მომცროა.[1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: სალუკი