თაიარ მეჰმედ-ფაშა
თაიარ მეჰმედ-ფაშა (თურქ. Tayar Mehmet Paşa; გ. 24 დეკემბერი, 1638, ბაღდადი) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, დიდი ვეზირი 1638 წლის 27 აგვისტოდან 24 დეკემბრამდე.
თაიარ მეჰმედ-ფაშა | |
---|---|
Tayyar Mehmed Pasha | |
ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი | |
მმართ. დასაწყისი: | 27 აგვისტო , 1638 |
მმართ. დასასრული: | 24 დეკემბერი, 1638 |
წინამორბედი: | ბაირამ-ფაშა |
მემკვიდრე: | ქემანქეშ მუსტაფა-ფაშა |
სულთანი: | მურად IV |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1593-1598 |
დაბ. ადგილი: | ლადიქი, ოსმალეთის იმპერია |
გარდ. თარიღი: | 24 დეკემბერი, 1638 |
გარდ. ადგილი: | ბაღდადი, ერაყი ოსმალეთის იმპერია |
რელიგია: | ისლამი |
ბიორგრაფია
რედაქტირებამისი წინამორბედის მსგავსად წარმოშობით სამსუნის პროვინციის ქ. ლადიქიდან იყო. 1612 წელს ის მოხვდა იმპერიის იმდროინდელი დიდი ვეზირის, ნასუჰ-ფაშას სასახლეში და იყო მისი მეჯინიბე. 1622 წელს შეუერთდა ოსმან II-ის მკვლელობის გამო აჯანყებულ აბაზა მეჰმედ-ფაშას არმიას, თუმცა 1624 წელს ქიოსემ სულთნის მომხრეთა რიგებში ჩაეწერა და მალევე დაინიშნა დიარბაქირის ბეგლარბეგად.
1630-იან წლებში დაუახლოვდა მურად IV-ს და მალევე დაწინაურდა. 1634-1636 წლებში განაგებდა ტრიპოლიტანიის სანჯაყს, ხოლო 1637 წელს ჩაერთო ირან-ოსმალეთის ომში. პირადად მისი ხელმძღვანელობით ოსმალებმა სირიიდან მოახერხეს სპარსელების განდევნა.
1638 წელს, გადამწყვეტი ლაშქრობის დროს გარდაიცვალა ბაირამ-ფაშა. სულთანმა დიდი ვეზირის ბეჭედი სწორედ თაიარ მეჰმედ-ფაშას უბოძა. ბაღდადის 40 დღიანი ალყის დროს თაიარ მეჰმედ-ფაშა სარდლობდა ოსმალთა 15,000 კაციან დანაყოფს. 1638 წლის 24 დეკემბერს ერთ-ერთი შეტაკების დროს ბრძოლაში შევარდნილი ფაშა სპარსელებმა სიცოცხლეს გამოასალმეს. მეორე დღეს ბაღდადი დაეცა. ის გახდა ოსმალეთის მესამე დიდი ვეზირი ჰადიმ ალი-ფაშასა და ჰადიმ სინან-ფაშასთან ერთად, რომელიც ბრძოლის ველზე დაიღუპა. მისი დაბადების თარიღი არ არის ცნობილი, თუმცა გამოჩენილი თურქი მემატიანისა და მოგზაურის, ევლია ჩელების გადმოცემით, ის 40-45 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Ayhan Buz: Osmanlı Sadrazamları, Neden Yayınları, İstanbul, 2009 ISBN 978-975-254-278-5 p 94 Jump up ^
- Prof. Yaşar Yüce-Prof. Ali Sevim: Türkiye tarihi Cilt III, AKDTYKTTK Yayınları, İstanbul, 1991 p 81-82 Jump up ^
- Historian İlber Ortaylı's essay on Milliyet newspaper (Turkish)