თავსახნისი
მთა საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხულოს მუნიციპალიტეტში
თავსახნისი — მთა საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხულოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს არსიანის ქედის ჩრდილო-დასავლეთ შტოქედ — შერთულის ქედზე, მდინარე აჭარისწყლის მარცხენა შენაკადის — ჩირუხისწყლის სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2597 მ. აგებულია ნეოგენური ვულკანოგენური ქანებით (გოდერძის წყება). თავსახნისის სამხრეთი და აღმოსავლეთი კალთები დამრეცია, დანარჩენი — ციცაბო. დაფარულია სუბალპური ბალახეულით.
თავსახნისი | |
---|---|
კოორდინატები: 41°28′52″ ჩ. გ. 42°29′23″ ა. გ. / 41.48111° ჩ. გ. 42.48972° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ხულოს მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2597 მ |
ქედი | შერთულის ქედი |
ლიტერატურა
რედაქტირება- დავით უკლება, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 445.