თავისუფალი საქართველოს ხმა

„თავისუფალი საქართველოს ხმა“ (ინგლ. The Voice of Free Georgia) — ინგლისურენოვანი ქართული ემიგრანტული ჟურნალი. გამოდიოდა ნიუ-იორკში (აშშ) 1953–57 წლებში ალექსანდრე ცომაიას რედაქტორობით. სულ გამოვიდა ამ ჟურნალის რვა ნომერი. სარედაქციო კოლეგიაში შედიოდნენ: ლეო დუმბაძე, ალექსი ჩხენკელი, დიმიტრი სინჯიკაშვილი, გივი ზალდასტანიშვილი და სხვ. ქვეყნდებოდა საქართველოს შესახებ პოლიტიკური, სამეცნიერო, პუბლიცისტური ხასიათის წერილები. ჟურნალის პუბლიკაციებიდან მნიშვნელოვანია ალექსანდრე ცომაიას მიერ ინგლისურ ენაზე თარგმნილი (1953) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუცია.

ლიტერატურა

რედაქტირება