თავდასხმა ორახოვაცზე

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
თავდასხმა ორახოვაცზე
კოსოვოს ომის ნაწილი

ორახოვაცის ხედი
თარიღი 17-20 ივლისი, 1998
მდებარეობა ორახოვაცი, კოსოვო, იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკა
შედეგი იუგოსლავების გადამწყვეტი გამარჯვება
მხარეები
KLA სერბეთი და ჩერნოგორია
მეთაურები
ბოჟიდარ დელიჩი
ველიკო რადენოვიჩი
სტოიან კონიკოვაცი
ძალები
დაახ. 1000 დაახ. 500
დანაკარგები
დაახ. 60 2 პოლიციელი
ომის მსვლელობისას დაიღუპა 5 სერბი მშვიდობიანი მოქალაქე, დაახლოებით 40 სერბი მოკლეს გატაცების შემდეგ

თავდასხმა ორახოვაცზე (სერბ. Напад на Ораховац / Napad na Orahovac) — 1998 წლის 17-20 ივლისს მომხდარი სამხედრო დაპირისპირება ქალაქ ორახოვაცზე და მის მიმდებარე სოფლებზე, რომელიც მოეწყო კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის მიერ. ქალაქის დაკავებით კოსოვოს განმათავისუფლებელი ძალები აპირებდნენ დერეფნის შექმნას დრენიცამდე, ალბანეთის საზღვრამდე. ბრძოლის შედეგად კოსოვოელთა მხრიდან დაიღუპა 60-მდე ჯარისკაცი, იუგოსლავებმა კი 2 პოლიციელი დაკარგეს. სერბების მხრიდან გარდაიცვალა 5 მშვიდობიანი მოქალაქე. კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის ჯარისკაცებმა 85 სერბი მშვიდობიანი მოქალაქე გაიტაცეს, რომელთაგან, სავარაუდოდ, 40 მოკლეს.

წინაპირობა

რედაქტირება

1998 წლის 17-20 ივლისს განვითარდა შეიარაღებული კონფლიქტი კოსოვოს განმათავისუფლებელ ძალებსა და იუგოსლავიის პოლიციასა და არმიას შორის.[1] ეს იყო კოსოვოს განმათავისუფლებელი ძალების პირველი შეტევა ქალაქზე.[2] ამ შეტევამდე კოსოვოს ძალები მხოლოდ იმ სოფლებში იბრძოდნენ, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერა ჰქონდათ.[3] შეტევა მოხდა მას შემდეგ, რაც კოსოვოს ძალები ტერორისტული ორგანიზაციიდან პარტიზანულ მოძრაობად ჩამოყალიბდა. ეს ორგანიზაცია ხელმძღვანელობდა სერბეთის მმართველობის წინააღმდეგ ბრძოლებს კოსოვოს დასავლოეთ და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილებში 1998 წლის გაზაფხულზე.[4] ივნისის ბოლოს, ურბანული გზების ბლოკირების შემდეგ კოსოვოს განმათავისუფლებელი არმია უკვე აკონტროლებდა კოსოვოს ტერიტორიის 50%-ზე მეტს.[4] იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკის ხელისუფლება კონცენტრირდა ქალაქებისა და სოფლების დაცვაზე, იმის ნაცვლად, რომ კოსოვოს ძალების გავრცელება შეეზღუდათ.[4] კოსოვოს ალბანური დროებითი მთავრობის უფლებამოსილების მისაღებად ქალაქის აღება სჭირდებოდა, რის გამოც ისინი თავს დაესხნენ ორახოვაცს.[4] ორახოვაცში იუგოსლავების ჯარები არ იყო განთავსებული და ასევე მოსახლეობის 80%-ს ალბანელები შეადგენდნენ.[3] თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე ალბანელები ორახოვაცის მიმდებარე სოფლებში და მალიშევოს ბაზაზე განლაგდნენ.[3] ზოგიერთი პირი ამ სიტუაციას მეტად სერიოზულად აღიქვამდა. მათ შორის იყო ქალაქის მერი, რომელმაც გაზეთ Politika Ekspres-თან საუბრისას განაცხადა, რომ „მსხვილი ტერორისტული თავდასხმისთვის“ ემზადებოდნენ.[3] ადგილობრივების დიდმა ნაწილმა ქალაქიდან ქალები და ბავშვები თავდასხმამდე მცირე ხნით ადრე გაიყვანეს.[3] ორახოვაცის აღებას სტრატეგიული მნიშვნელობაც ქონდა, რადგან ამით კოსოვოს განმათავისუფლებელ ძალებს შეეძლოთ ჩამოეყალიბებინათ კორიდორი დრენიცასა და სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე იუგოსლავიისა და ალბანეთის საზღვრამდე.[3]

შედეგები

რედაქტირება
 
გატაცებული და შემდგომში მოკლული სერბების ნათესავები ოპტერუშასა და რეტიმლიედან

კოსოვოს განმათავისუფლებელი ძალების შეტევის საპასუხოდ, სერბების მხრიდან ჯავშანტექნიკისა და საჰაერო მხარდაჭერით ჩატარებულმა დიდმა შეტევამ ახლომდებარე გორებზე ჩასაფრებული კოსოვოელები აიძულა უკან დაეხიათ.[4] ათი ათასობით ალბანელი კოსოვოს განმათავისუფლებელ ძალებთან ერთად იძულებული გახდა ტერიტორია დაეტოვებინათ, რადგან მათი სოფლები უკვე გადამწვარი იყო.[4]

ორახოვაცის ომამდელი 5200 სერბი მცხოვრებიდან, 2021 წელს მხოლდო 500 მოსახლეღა იყო დარჩენილი.[5] 1998 წლის ბოლოს ალბანელმა ექსტრემისტებმა 60-ზე მეტი სერბი მოკლეს ამ ტერიტორიის მიმდეაბრე სოფლებიდან.[6] 1999 წლის 13-14 სექტემბერს განადგურდა ზოჩიშტეს მონასტერი. ზოჩიშტეში მცხოვრები 300-ვე სერბიდან, რომლებიც აქ 1999 წლის ივნისამდე ცხოვრობდნენ იძულებულები გახდნენ სოფელი დაეტოვებინათ, მათი ნივთები კი ალბანელებმა მიისაკუთრეს.[6] დღესდღეობით, სოფელში მხოლოდ სამი სერბი მართლმადიდებელი ბერია დარჩენილი. ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც 200 სერბი ზოჩიშტეში მდებარე 44 ახალგარემონტებულ სახლში უნდა დაბრუნებულიყო ადგილობრივი ალბანელების ხელის შეშლის გამო ჩაიშალა.[6] რეტიმლიეში სერბების სახლები და მიწები არაკანონიერად მიითვისეს ალბანელებმა, სახლების ნაწილი განადგურდა. ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიები და სასაფლაოები განადგურებულია და ეკლესიის ადგილზე აშენებულია ავტოსადგომები.[7] როდესაც ადგილობრივმა სერბებმა რეტიმლიესა და ოპტერუშაში მათი დაბრუნების შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კოსოვოსა და მეტოჰიის ოფისს მიმართეს (სერბ. Kancelarija za KiM), მათ განაცხადეს, რომ მსგავსი რამის განხორციელება ძალიან სარისკოა და არ იგეგმება.[7] 2017 წლის მონაცემებით აღარცერთი სრბი აღარ ცხოვრობს: ზოჩიშტეში, ოპტერუშაში, ტერიმლიეში, სმაჩში, ზოიჩში, მალა კრუშაში, დონია სრბიცასა და გორნია სრბიცაში.<ref name=Politika/ სერბული ანკლავი კვლავ არსებობს სოფელ ველიკა ჰოჩაში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Čupić, Mirko (2006). Oteta zemlja: Kosovo i Metohija. Nolit. 
  • Jevtić, Đorđe (29 September 2002). „Orahovac – kobna greška“. Novosti. (სერბულად)
  • Krieger, Heike (2001). The Kosovo Conflict and International Law: An Analytical Documentation 1974-1999. Cambridge University Press, გვ. 109. ISBN 978-0-521-80071-6. 
  • Pavkovic, A. (2000). The Fragmentation of Yugoslavia: Nationalism and War in the Balkans. Springer, გვ. 191. ISBN 978-0-230-28584-2. 
  • Ristic, Marija (19 July 2012). „Belgrade Remembers Victims from Orahovac“. balkaninsight.com. BIRN; Balkan Insight. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-07. ციტირების თარიღი: 2021-05-07.
  • „Potraga za braćom: "Pitala sam se koje kosti da poljubim". B92. 2 November 2017. (სერბულად)
  • „On the spot: The battle of Orahovac“. tol.org. Prague: Transitions Online. 25 July 1998.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ვიდეოები

რედაქტირება