თავაზ-ყადირ გვარამაძე

თავაზ-ყადირ-მამაც გული-ოღლი გვარამაძე (დ. 1849 — გ. 24 აპრილი, 1919, ზიკილია) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

თავაზ-ყადირ გვარამაძე
დაბ. თარიღი 1849
გარდ. თარიღი 24 აპრილი, 1919(1919-04-24)
გარდ. ადგილი ზიკილია, ახალციხის მუნიციპალიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

თავაზ-ყადირ გვარამაძე დაიბადა 1849 წელს. იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის „მენშევიკების“ ფრაქციის წევრი. თანამშრომლობდა ქართულ სოციალ-დემოკრატიულ პრესაში, ათავსებდა სტატიებს „სამუსლიმანო საქართველოს“ ყოფა-ცხოვრების და სოციალურ-პოლიტიკური პროცესების შესახებ. 1917 წლიდან იყო ახალციხის მაზრის მიწის მუშათა დეპუტატების საბჭოს წევრი; აქტიურად მუშაობდა ახალციხის მხარეში და „სამუსლიმანო საქართველოში“ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების განმტკიცებისათვის.

1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით.

გარდაიცავლა 1919 წლის 24 აპრილს, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ სახადით, სოფელ ზიკილიაში. დამფუძნებელი კრების სახელით მის საფლავზე დადგეს ლითონის გვირგვინი, წარწერით — ყადირ გვარამაძის ღვაწლის აღსანიშნავად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ირაკლი ხვადაგიანი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. თბილისი, 2016, გვ. 193-194.