სამუსლიმანო საქართველო
„სამუსლიმანო საქართველო“ — ყოველდღიური ქართული პოლიტიკურ-ეკონომიკური და ლიტერატურული გაზეთი, „სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ ორგანო. გამოდიოდა 1919–1921 წლებში, ბათუმში. აშუქებდა მაჰმადიანი ქართველების ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისა და საქართველოს გაერთიანების საკითხებს. სხვადასხვა დროს გაზეთის რედაქტორები იყვნენ ჰ. ხიმშიაშვილი და მემედ აბაშიძე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 38.