თაბრიზ მუსაზადე
თაბრიზ ტარიელს ძე მუსაზადე (აზერ. Təbriz Tariyel oğlu Musazadə; დ. 12 აგვისტო, 1981, იაყუბლო, დმანისი, საქართველო — გ. 2 აპრილი, 2016, მთიანი ყარაბაღი, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანის ეროვნული არმიის მაიორი, აზერბაიჯან-სომხეთის სამხედრო დაპირისპირების დროს ჩამოგდებული MI-24 ვერტმფრენის პილოტი.
თაბრიზ ტარიელს ძე მუსაზადე | |
---|---|
Təbriz Tariyel oğlu Musazadə | |
დაბადების თარიღი | 12 აგვისტო 1981 |
დაბადების ადგილი | იაყუბლო, დმანისი, საქართველო |
გარდაცვალების თარიღი | 2 აპრილი, 2016 (34 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | მთიანი ყარაბაღი, აზერბაიჯანი |
კუთვნილება | აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები |
ჯარის სახეობა | საჰაერო ძალები |
სამხედრო სამსახურის წლები | 1996 — 2016 |
წოდება | მაიორი |
ბრძოლები/ომები | აზერბაიჯან-სომხეთის დაპირისპირება |
ჯილდოები |
ბიოგრაფია
რედაქტირებათაბრიზ მუსაზადე 1981 წელს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ იაყუბლოში დაიბადა.[1][2] მე-4 კლასამდე სწავლობდა დმანისის მეორე საჯარო სკოლაში, რომელიც რუსულენოვანია.[1] საშუალო განათლება დაასრულა ქალაქ ბაქოს, ხატაის რაიონის 165-ე საშუალო სკოლაში.[3] 1996-1999 წლებში სწავლობდა ნახჩივანსკის სახელობის სამხედრო ლიცეუმში, ხოლო 1999-2003 წლებში სწავლობდა ჰეიდარ ალიევის სახელობის უმაღლესი სამხედრო საავიაციო სასწავლებელში.[1]
დანიშვნით მსახურობდა ჯერ ქალაქ ქურდამირში, ხოლო შემდეგ „ნასოსნი“-ში.
თაბრიზ მუსაზადე დაკრძალეს, 2016 წლის 11 აპრილს, ქალაქ ბაქოს II ღირსების ხეივანში.[4]
თაბრიზ მუსაზადეს ჰყავს ორი ვაჟი: 2006 წელს დაბადებული ტაიფუნი და 2008 წელს დაბადებული ონური. მეუღლე ფარიშან მირზა კზი.[5]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Pilotumuz Təbriz Musazadə ata yurdunda - Video. Müstəqil.az (10 Nisan 2016). ციტირების თარიღი: 24 aprel 2016.[მკვდარი ბმული]
- ↑ Zirvə İnformasiya Mərkəzi. (2016-04-13) Əflatun Amaşov: "Təbriz Musazadə — Yaqublu kəndinin sayca 3-cü, Borçalının isə 503-cü şəhididir!.. az. zim.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-26. ციტირების თარიღი: 2016-04-26.
- ↑ MİLLİ ORDUNUN ZABİTİ ŞƏHİD MAYOR MUSAZADƏ TƏBRIZ TARYEL OĞLU II FƏXRİ XİYABANDA DƏFN OLUNDU (2016-04-11). ციტირების თარიღი: 24 aprel 2016.
- ↑ ANSPress. (2016-06-11) Şəhidlərimizin dəfni fotolarda az. www.anspress.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-11. ციტირების თარიღი: 2016-04-12.
- ↑ Aprelin ikisi - Pərişan səhər telefonunda Təbrizin yazdığı son mesajı görür: "Səni sevirəm"…. Sputnik.az (04 iyun 2016 01:02). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-04. ციტირების თარიღი: 4 iyun 2016.