სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თაბორი.

თაბორის ქედითრიალეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთი განშტოება თბილისის სამხრეთით, მდინარეების წავკისისწყალისა (ლეღვთახევი) და კრწანისისხევის წყალგამყოფი. აგებულია ვოცენური ტუფოგენური ქანებით, თაბაშირიანი თიხებითა და ქვიშაქვებით. ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი კალთები ციცაბოა, სამხრეთი - დამრეცი, თხემი მოვაკებულია და თანდათან მაღლდება აღმოსავლეთიდან (600 მ) დასავლეთისაკენ (1000 მ). ჩრდილოეთი კალთის პირას გამოდის გოგირდიანი ცხელი წყაროები, ქედი შემოსილია ბუჩქნარითა და ხელოვნური ნარგავებით.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: