კრწანისისხევი
მდინარე საქართველოში, თბილისში
კრწანისისხევი (ტაბახმელისხევი, დუქნისხევი[1]) — მდინარე თბილისის სამხრეთ ნაწილში, მტკვრის მარჯვენა შენაკადი. სათავეს იღებს თელეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1025 მ-ის სიმაღლეზე, სოფელ ტაბახმელასთან.[1] სიგრძე — 8,5 კმ. ჩაჭრილია შუაეოცენურ ვულკანოგენურ ქანებში და კრწანისის ვაკემდე კანიონისებრი ხეობა აქვს.[1] მდინარე მოხსენიებულია ვახუშტი ბატონიშვილის ნაშრომში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“.[1]
კრწანისისხევი | |
---|---|
სხვა სახელი | ტაბახმელისხევი, დუქნისხევი |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | თბილისი |
ქალაქები | თბილისი |
სათავე |
თელეთის ქედი 41°39′15″ ჩ. გ. 44°45′05″ ა. გ. / 41.65417° ჩ. გ. 44.75139° ა. გ. |
სათავის მდებარეობა | სოფ. ტაბახმელასთან |
სათავის სიმაღლე | 1025 მ |
შესართავი |
მტკვარი 41°40′37″ ჩ. გ. 44°50′10″ ა. გ. / 41.67694° ჩ. გ. 44.83611° ა. გ. |
შესართავის მდებარეობა | თბილისი |
სიგრძე | 8,5 კმ |
— სათავე, — შესართავი | |
კრწანისისხევი ვიკისაწყობში |