ზღვის ნემსთევზა (ლათ. Syngnathus) — თევზების გვარი კონალაყუჩიანების რიგისა. მათი 40 სმ-მდე სიგრძის სხეული დაფარულია ძვლოვანი ფარებით. აერთიანებს 50-მდე სახეობა. გავრცელებულია ტროპიკულ, სუბტროპიკულ და ზომიერ ზღვებში. საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროებთან ყველგან გვხვდება. მრავლდება მარტიდან აგვისტომდე. დედალი ქვირითს მამლის მუცელზე მოგრძო პარკში დებს. სარეწაო მნიშვნელობა არ აქვს.

ზღვის ნემსთევზა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
ქვეტიპი:  ხერხემლიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  კონალაყუჩიანები
გვარი:  ზღვის ნემსთევზა
ლათინური სახელი
Syngnathus

ლიტერატურა

რედაქტირება