ზურაბ ჭყონია
ზურაბ ჭყონია (დ. 14 იანვარი, 1972, თბილისი) — ქართველი იურისტი, ადვოკატი, პედაგოგი, რედაქტორი და პროფესორი. სამართლის მეცნიერთა კავშირის თავმჯდომარე და თანადამფუძნებელი,[2] სამართლის საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონული ჟურნალ „სამართლის მაცნეს“ მთავარი რედაქტორი,[3][4] კავკასიის ადვოკატთა სკოლა CLS“-ის დამფუძნებელი და დირექტორი.
ზურაბ ჭყონია | |
---|---|
დაბადების თარიღი |
14 იანვარი, 1972 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
საქმიანობა | იურისტი, პედაგოგი, რედაქტორი |
ორგანიზაცია | სამართლის მეცნიერთა კავშირი |
მეუღლე(ები) | შორენა თალაკვაძე |
შვილ(ებ)ი | 2[1] |
ბიოგრაფია
რედაქტირებაზურაბ ჭყონია დაიბადა 1972 წლის 14 იანვარს თბილისში. 1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1992-2001 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა ორგანოებში. 2001 წლიდან ეწევა საადვოკატო საქმიანობას; 2001-2002 წლებში იყო იურიდიული ფირმის „კორძაძე და სვანიძე ადვოკატები“ ადვოკატი; 2002-2005 წლებში საადვოკატო ბიუროს „ჭყონია და პარტნიორები“ მმართველი პარტნიორი. 2005-2006 წლებში იკავებდა შსს სსიპ სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის თანამდებობას. 2006 წელს დააფუძნა „იურიდიული ფირმა ჭყონია და კომპანია“. 2009-2010 წლებში იყო მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი „რეგისტას” არბიტრი. 2012 წელს დააფუძნა „კავკასიის ადვოკატთა სკოლა CLS“. 2014 წელს აირჩიეს „სამართლის მეცნიერთა კავშირის“ თავმჯდომარედ.
2010 წლიდან კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტებში; 2011-2015 წლებში იყო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი კერძო სამართლის მიმართულებით; 2015-2017 წლებში მოწვეული პროფესორი; 2015-2020 წლებში ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2016-2020 წლებში ასოცირებული პროფესორი; 2015-2019 წლებში ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ჟურნალის „სამართალი და მსოფლიო“ მთავარი რედაქტორი, ხოლო 2019-2020 წლებში რედაქტორი. 2020 წელს არჩეულ იქნა სამართლის საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონული ჟურნალის „სამართლის მაცნე“ მთავარ რედაქტორად.[5] 2021 წლიდან არის მილენიუმის უნივერსიტეტის პროფესორი კერძო სამართლის მიმართულებით.[6]
ზურაბ ჭყონია ათზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორია. მონაწილობა აქვს მიღებული 7 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში. 2018 წელს მისი თანაავტორობით გამოიცა წიგნი – „საქართველოს სააღსრულებო წარმოების შესახებ კანონის კომენტარი“ (ნაწილი I).[7] ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით.[8]
ზურაბ ჭყონიას ჰყავს მეუღლე — პოეტი შორენა თალაკვაძე და ორი ვაჟი — ერეკლე და ლევანი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „დაცვის პოლიცია თქვენს სამსახურში“. „ალიონი“. ოზურგეთი (27). 7 ივლისი, 1999. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ ზურაბ ჭყონია. სამართლის მეცნიერთა კავშირი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 იანვარი, 2022. ციტირების თარიღი: 3 თებერვალი, 2022.
- ↑ ადვოკატი ზურაბ ჭყონია. lawometa.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 3 თებერვალი, 2022.
- ↑ „სარედაქციო კოლეგია“ (PDF). „სამართალი და მსოფლიო“. თბილისი: „დანი“ (9): 154. 2018. ISSN 2346-7916.
- ↑ ჟურნალ „სამართლის მაცნე”-ს მთავარ რედაქტორად ზურაბ ჭყონიას არჩევა. სამართლის მეცნიერთა კავშირი (30 იანვარი, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 5 თებერვალი, 2022.
- ↑ მილენიუმის პროფესორები. სასწავლო უნივერსიტეტი მილენიუმი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-05. ციტირების თარიღი: 3 თბერვალი, 2022.
- ↑ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის კომენტარი: ნაწილი I. ციტირების თარიღი: 3 თებერვალი, 2022.
- ↑ ზურაბ ჭყონია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-03-05. ციტირების თარიღი: 5 თებერვალი.