სამართლის მეცნიერთა კავშირი
ა(ა)იპ სამართლის მეცნიერთა კავშირი — არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს იურისტებს – სამართლის მეცნიერებს და მკვლევარებს. დაარსდა 2014 წლის 4 აპრილს თბილისში. იმავე წლის 23 ივლისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა სამართლის მეცნიერთა კავშირის წარდგენის ღონისძიება.[2]
სამართლის მეცნიერთა კავშირი | |
---|---|
![]() | |
შეიქმნა | 4 აპრილი, 2014 |
სტატუსი | მოქმედი |
ტიპი | არაკომერციული, არასამთავრობო[1] |
შტაბ-ბინა | თბილისი, საქართველო |
მდებარეობა | ვაჟა-ფშაველას გამზირი, IV კვარტალი, 15 კორპუსი |
ენა | ქართული |
თავმჯდომარე | ზურაბ ჭყონია |
ქვეყანა | საქართველო |
lscientists.com |
ორგანიზაციის მიზანია „საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის და საზოგადოებაში მართლშეგნების დონის ამაღლების, სამართლის მეცნიერების და იურიდიული განათლების განვითარების ხელშეწყობა, სამართლის მეცნიერთა და მკველავართა, ასევე სამართლის დარგში სამეცნიერო კვლევების კოორდინაცია, სამართლის მეცნიერთა და პროფესორ-მასწავლებელთა უფლებათა დაცვა“.
ორგანიზაციის თავჯდომარეა იურისტი ზურაბ ჭყონია.[3] სამართლის მეცნიერთა კავშირი თანამშრომლობს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ მოღვაწე მეცნიერებთან, სხვადასხვა სამეცნიერო, საგანმანათლებლო და პროფესიულ ორგანიზაციებთან.
2014 წელს სამართლის მეცნიერთა კავშირსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.[4]2021 წელს ორგანიზაციამ ურთიერთთანამშრომლობის მემომორანდუმი გააფორმა უკრაინის ეროვნულ საავიაციო უნივერსიტეტთან.[5]
სამართლის მეცნიერთა კავშირი არის ბერლინის ღია წვდომის დეკლარაციის ხელმომწერი.[6]
2020 წლიდან ორგანიზაცია გამოსცემს სამართლის საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონულ ჟურნალ „სამართლის მაცნეს“.[7]
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
სქოლიო რედაქტირება
- ↑ სამართლის მეცნიერთა კავშირი. Yell.ge. ციტირების თარიღი: 4 თებერვალი, 2022.
- ↑ ორგანიზაცია "სამართლის მეცნიერთა კავშირის " პრეზენტაცია გაიმართა ქართული. Interpressnews.ge (23 ივლისი, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-03. ციტირების თარიღი: 4 თებერვალი, 2022.
- ↑ ზურაბ ჭყონია. სამართლის მეცნიერთა კავშირი. ციტირების თარიღი: 4 თებერვალი, 2022.
- ↑ მემორანდუმის გაფორმება. თბილისის სააპელაციო სასამართლო (25 სექტემბერი, 2014). ციტირების თარიღი: 4 თბერვალი, 2022.
- ↑ Наукове співробітництво Юридичного факультету із зарубіжними колегами. უკრაინის ეროვნული საავიაციო უნივერსიტეტი (18 დეკემბერი, 2021). ციტირების თარიღი: 4 თებერვალი, 2022.
- ↑ Signatories. Openaccess.mpg.de. ციტირების თარიღი: 4 თებერვალი, 2022.
- ↑ სამართლის მეცნიერთა კავშირი. 08.ge. ციტირების თარიღი: 4 თებერვალი, 2022.