ზურაბ ამბროსის ძე ჩხეიძე (დ. 13 მაისი, 1930, დაბა შორაპანი, ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი — გ. ნოემბერი, 2007) — ქართველი საბჭოთა პარტიული და სახელმწიფო მოხელე, ინჟინერ-მეტალურგისტი. სკკპ წევრი.

ზურაბ ჩხეიძე
დაბადების თარიღი 13 მაისი, 1930
დაბადების ადგილი შორაპანი, ზესტაფონის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 2007
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი
სამეცნიერო ხარისხი ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი
ეროვნება ქართველი
ჯილდოები შრომის წითელი დროშის ორდენი, ოქტომბრის რევოლუციის ორდენი და საპატიო ნიშნის ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ზურაბ ჩხეიძე დაიბადა 1930 წელს შორაპანში.

1954 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი. მუშაობდა მეფოლადის შეგირდად, შემდეგ ეკავა სხვადასხვა სამეცნიერო, სამეურნეო და პარტიული თანამდებობები, იყო ქარხნის დირექტორი, საქალაქო კომიტეტის მდივანი, კავშირგაბმულობის მინისტრი, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი, გარდაქმნის წლებში — რესპუბლიკის სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე. 1989 წლის 29 მარტს დაინიშნა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ, გადადგა 1989 წლის აპრილში.

1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (ზესტაფონის მაჟორიტარი).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სობჩაკი ა., „თბილისის ჟამტეხილი ანუ 1989 წლის სისხლიანი კვირა“, თბილისი, 2013, გვ. 83-85

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება