ზურაბ შარვაშიძე
ზურაბ შარვაშიძე — აფხაზეთის მთავარი XVIII საუკუნის II ნახევარში. ოსმალებმა დაამტკიცეს ბზიფის აფხაზეთის მფლობელად მისი უმცროსი ძმის მანუჩარ შარვაშიძის სანაცლოდ. 1771 წელს სამურზაყანოს მმართველ ლევან შარვაშიძესთან ერთად აუჯანყდა ოსმალებს და სოხუმი დაიკავა. მალე ოსმალებმა სოხუმი დაიბრუნეს. 1780 წელს თავის ძმისწულ ქეილაშ-ბეგთან და სამურზაყანოს მფლობელ ლევანთან ერთად მდინარე ენგურის მარცხენა სანაპიროს შემოერთება გადაწყვიტა. კაცია II დადიანმა იმერეთის მეფის დახმარებით დაამარცხა ზურაბ შარვაშიძე რუხის ბრძოლაში. მალე კი ქეილაშ-ბეგმა თურქთა დახმარებით ტახტიდან ჩამოაგდო ის და აფხაზეთის ერთპიროვნული მმართველი გახდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზ. ანჩაბაძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 689.