ზურაბ ქარუმიძე

ქართველი მწერალი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზურაბ ქარუმიძე (მრავალმნიშვნელოვანი).

ზურაბ ქარუმიძე (დ. 22 აგვისტო, 1957, თბილისი — გ. 12 დეკემბერი, 2023) — ქართველი მწერალი. ლიტერატურული პრემიების „საბასა“ (2010) და „ლიტერას“ (2018) ლაურეატი.[1] 2006 წელს ქარუმიძემ ინგლისურ ენაზე დაწერა რომანი „Dagny or a Love Feast“.[2]

ზურაბ ქარუმიძე
დაბადების თარიღი 22 აგვისტო, 1957(1957-08-22)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 12 დეკემბერი, 2023(2023-12-12) (66 წლის)
ფსევდონიმი შოუ ბაბუხადია
საქმიანობა მწერალი, მთარგმნელი, კულტუროლოგი, ანგლისტი და პოლიტიკოსი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
Magnum opus ჯაზის ცხოვრება
ჯილდოები პრემია „საბა“ და ლიტერა

ბიოგრაფია და კარიერა

რედაქტირება

ქარუმიძე სწავლობდა ინგლისურ ენასა და ლიტერატურას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1984 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „მახვილგონიერება და პატივმოყვარეობა ჯონ დონის პოეზიაში“.

წლების განმავლობაში, ქარუმიძე მუშაობდა XX საუკუნის ლიტერატურის კვლევის ცენტრში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1994–1995 წლებში კი იგი იყო ფულბრაითის მოწვეული მკვლევარი, უისკონსინ-მილვოქის უნივერსიტეტში, სადაც იგი პოსტმოდერნულ ამერიკულ მეტაპროზას სწავლობდა.

ქარუმიძის ორი მოთხრობა (რომელებიც ავტორმა თავად თარგმნა ინგლისურად) გამოქვეყნდა ამერიკაში, „Clockwatch Review“'-ში (Clockwatch Review, Bloomington, IL, 1996).

რედაქტორობდა საქართველოში გაცემულ ინგლისურენოვან ჟურნალებს: „საქართველო/კავკასიის პროფილი“ (1995–2000) და „კავკასიის კონტექსტი“ (2002-2005). 2007–2008 წლებში იყო პირველი არხის საზოგადოებრივ-პოპულარული გადაცემის, „ღამის საუბრების“ წამყვანი.[3]

ჯეიმზ ვერჩთან ერთად, ზურაბ ქარუმიძე იყო თანა-რედაქტორი წიგნისა „კმარა: ვარდების რევოლუცია საქართველოს რესპუბლიკაში“ (Nova Science Publishers, ნიუ-იორკი, 2005). წერდა ესეებს კულტურასა, კოლექტიურ მახსოვრობასა და ეროვნული ნარატივების შესახებ.

გარდაიცვალა 2023 წლის 12 დეკემბერს, 66 წლის ასაკში.[4][5]

ნაწარმოებები

რედაქტირება
  • (1988) „ოპერა“, მოთხრობათა კრებული – ISBN 99928-52-12-7
  • (2000) „ღვინომუქი ზღვა“, რომანი – ISBN 99928-70-30-3
  • (2003) „თხა და გიგო“, რომანი
  • (2006) „Dagny or a Love Feast“, რომანი ინგლისურ ენაზე
  • (2009) „ჯაზის ცხოვრება“, დოკუმენტური პროზა – ISBN 9789941414077
  • (2011) „მელია-ტულეფია Fox-Trot“ ISBN 978-9941-414-71-8
  • (2014) „ჯაზის ყვავილობა“, რომანი
  • (2017) „ბაყაყები“, რომანი (შოუ ბაბუხადიას ფსევდონიმით)
  • (2018) „Untergang: მოგზაურობა ევროპაში“, რომანი
  • (2022) „Belacqua“, რომანი

ჯილდოები

რედაქტირება
  • 2010 — „საბა“ ნომინაციაში საუკეთესო კრიტიკა, ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა წიგნისთვის „ჯაზის ცხოვრება“
  • 2018 — „ლიტერა“ რომანისთვის „მოგზაურობა ევროპაში“[5]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. გამომემლობა „სიესტა“
  2. http://lib.ge/detailinfo.php?ID=745[მკვდარი ბმული]
  3. „გარდაიცვალა მწერალი ზურაბ ქარუმიძე“. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 16 დეკემბერი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  4. „გარდაიცვალა მწერალი ზურაბ ქარუმიძე“. netgazeti.ge. 12 დეკემბერი, 2023. ციტირების თარიღი: 12 დეკემბერი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  5. 5.0 5.1 „გარდაიცვალა მწერალი ზურაბ ქარუმიძე“. რადიო თავისუფლება. 12 დეკემბერი, 2023. ციტირების თარიღი: 12 დეკემბერი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)