ზურაბ გურიელიძე

ქართველი ბიოლოგი

ზურაბ (ზურა) გურიელიძე (დ. 5 დეკემბერი, 1959, თბილისი) — ქართველი ბიოლოგი, ზოოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

ზურაბ გურიელიძე
დაბადების თარიღი 5 დეკემბერი, 1959 (1959-12-05) (65 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობა ბიოლოგია, ზოოლოგია
წოდება თბილისის ზოოპარკის დირექტორი
(2006–)

ბიოგრაფია

რედაქტირება

ზურაბ გურიელიძემ 1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი.

1981–1988 წლებში იყო ნაკრძალების მთავარი სამმართველოს უფროსი ნადირთმცოდნე. 1988 წლიდან ზოოლოგის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1996 წლიდან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხოველთა სამყაროს დაცვის განყოფილების უფროსი. 1997 წლიდან „სახეობათა კონსერვაციის ცენტრის“ დირექტორი. ზურაბ გურიელიძე 2006 წლიდან თბილისის ზოოპარკის დირექტორია.

1999 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია — „კავკასიური კეთილშობილი ირმის პოპულაციაში მიმდინარე პროცესები მგლის რიცხოვნობის დაცემის ფონზე“.

2009 წლიდან დღემდე მისი ხელმძღვანელობით დაცულია 11 სამაგისტრო ნაშრომი მსხვილი ძუძუმწოვრების ეკოლოგიის და კონსერვაციის სფეროში.

ზურაბ გურიელიძის ძირითადი კვლევითი საკითხებია მსხვილი ძუძუმწოვრების კონსერვაცია და მტაცებელი-მსხვერპლის ურთიერთობის ეკოლოგია.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

რედაქტირება
  • კონსერვაციული ბიოლოგია
  • მტაცებელი-მსხვერპლის ურთიერთობის ეკოლოგია
  • შავი ზღვის ვეშაპისნაირები
  • შავი ზღვის ჰაბიტატების შეფასება
  • გადაშენების საფრთხეში მყოფი ძუძუმწოვრები
  • ადამიანი მტაცებლის კონფლიქტი

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

რედაქტირება
  • მიგრირებადი სახეობების დაცვის კონვენციის (The Convention on the Conservation of Migratory Species of Wild Animals; Bonn Convention) - სამეცნიერო საბჭოს წევრი.

რჩეული ბიბლიოგრაფია:

რედაქტირება
  • Badridze J., Butkhuzi L., Gurielidze Z. 1998. Population Assessment of the Striped Hyena in Georgia. “Russian conservation news” vol 12. Moskow
  • Badridze J. Gurielidze Z. Butkhuzi L, Kopaliani N. 1998. Wolf II: Formation of predatory and hunting behavior in the captive rised wolves. Metsniereba. Tbilisi
  • Гуриелидзе З., Мачарашвили И., Лорткипанидзе Б. 2003. Результаты исследования охотничьих угодий. Консервация Аридных и Семиаридных Экосистем Закавказья. Сборник Научных Трудов, NACRES, Тбилиси 2003.
  • Мачарашвили И., Гуриелидзе З., Лорткипанидзе Б. 2003. Инвазивные виды млекопитающих аридных и семиаридных экосистем Восточной Грузии. Консервация Аридных и Семиаридных Экосистем Закавказья. Сборник Научных Трудов, NACRES, Тбилиси 2003.
  • Лукаревский В., Аскеров Э., Гхазарян З., Гуриелидзе З,. Малхазян А. Мачарашвили И. 2003. Состояние популяции леопарда в Закавказье. Материалы Международного Совещания. VII съезд Териологического Общества. Москва, 2003. 400 с.
  • Lukarevsky V, Akkiev M, Askerov E, Agili A, Can E, Gurielidze Z, Kudaktin A, and Yarovenko Y. 2007. Status of the Leopard in the Caucasus. CAT News Special Issue 2 – Caucasus Leopard. Stampfli Publikationen AG, Bern,Switzerland
  • Murtskhvaladze M, Gurielidze Z, Kopaliani N, Tarkhnishvili D. 2012. Gene introgression between Gazella subgutturosa and G. marica: limitations of maternal inheritance analysis for species identification with conservation purposes. Acta Theriologica, 2012
  • გურიელიძე ზ., კოპალიანი ნ., დევიძე ნ., ნინუა ლ., ჯავახიშვილი ზ., დეკანოიძე დ., პაპოშვილი ნ., ქერდიყოშვილი ნ. 2014. შავი ზღვის ვეშაპისნაირთა მონიტორინგის შედეგები. ანგარიში საქართველოს ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის სამინისტროსთვის კოლხეთის ეროვნული ფონდის მხარდაჭერით.
  • გურიელიძე ზ., კოპალიანი ნ., დევიძე ნ., ნინუა ლ., ჯავახიშვილი ზ., დეკანოიძე. 2015. შავი ზღვის ვეშაპისნაირთა მონიტორინგის შედეგები. ანგარიში საქართველოს ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის სამინიტროსთვის კოლხეთის ეროვნული ფონდის მხარდაჭერით.
  • კოპალიანი ნ., გურიელიძე ზ., დევიძე ნ., ჯავახიშვილი ზ., ნინუა ლ., დეკანოიძე დ., შველიძე თ. 2017. ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ტერიტორიაზე ვეშაპისნაირების შესწავლა (ანგარიში)
  • Alexander Gavashelishvili, Yuriy A Yarovenko, Elmar A. Babayev, Giorgi Mikeladze, Zurab Gurielidze, Davit Dekanoidze, Niko Kerdikoshvili, Levan Ninua, Nika Paposhvili. 2108. Modeling the distribution and abundance of eastern tur (Capra cylindricornis) in the Caucasus. Journal of Mammalogy, xx(x):1–13, 2018 DOI:10.1093/jmammal/gyy056

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, გვ. 103, თბ., 1998–1999.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება