ზონდის სრუტე
ზონდის სრუტე — სრუტე ინდონეზიაში, კუნძულ იავასა და კუნძულ სუმატრას შორის. იავის ზღვას აკავშირებს ინდოეთის ოკეანესთან. უმცირესი სიგანე 22 კმ, უმცირესი სიღრმე ფარვატერზე დაახლოებით 50 მ. ზონდის სრუტეშია ვულკანი კრაკატაუ.
ზონდის სრუტე | |
---|---|
ზოგადი ინფორმაცია | |
ტიპი | სრუტე |
გეოგრაფიული კოორდინატები | 5°55′ ს. გ. 105°53′ ა. გ. / 5.917° ს. გ. 105.883° ა. გ. |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 530.