კრაკატაუ
კრაკატაუ (ინდონ. Krakatau) — ყოფილი კუნძული და მოქმედი ვულკანი ინდონეზიაში, მდებარეობს ზონდის სრუტეში, კუნძულ იავასა და სუმატრას შორის.
კრაკატაუ | |
---|---|
კრაკატაუ 2008 წლის 7 თებერვალს | |
კოორდინატები: 6°06′07″ ს. გ. 105°25′23″ ა. გ. / 6.10194° ს. გ. 105.42306° ა. გ. | |
ქვეყანა | ინდონეზია |
ტერიტორიული ერთეული | ლამპუნგი |
სიმაღლე | 813 მ |
შეფარდებითი სიმაღლე | 813 მ |
ტიპი | კალდერა |
ასაკი | ჰოლოცენი |
ბოლო ამოფრქვევა | 19 თებერვალი 2017 |
ვულკანის და მიმდებარე ტერიტორიის შესწავლამ გამოავლინა ძლიერი პრეისტორიული ამოფრქვევების კვალი. ვულკანოლოგების აზრით, ერთ-ერთი უძლიერესი აღმოფქვევა 535 წელს მოხდა. ამ ამოფრქვევამ მთელი დედამიწის კლიმატზე იქონია გავლენა, რაც დენდროქრონოლოგებმა აღნიშნეს პლანეტის სხვადასხვა ადგილებში უძველესი ხეების წლოვანების წრეების შესწავლისას. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ამ ამოფრქვევის შედეგად მოხდა მიწის დიდი ნაწილის ჩანგრევა, რის შედეგადაც ზონდის სრუტე შეიქმნა, რომელმაც სუმატრას და იავას კუნძულები გაყო.
ძლიერი ამოფრქვევა დაფიქსირდა 1680 წ.
1883 წლის კატასტროფულმა ამოფრქვევამ კუნძულის უმეტესი ნაწილი გაანადგურა. ამოფრქვევით გამოწვეულმა ცუნამიმ, რომლის სიმაღლე 40 მ-ს აღწევდა, კუნძულის 36 ათასზე მეტი მცხოვრები იმსხვერპლა, ხოლო დედამიწის ატმოსფეროს მაღალ ფენებში გაბნეული ვულკანური ფერფლი რამდენიმე წელიწადს შენარჩუნდა.
1883 წლის ამოფრქვევა
რედაქტირებაამოფრქვევა დაიწყო მაისის დასაწყისში. აგვისტოს ბოლომდე აფეთქებებით გამოიყო დიდი რაოდენობით ლავა, რასაც კრაკატაუს ქვეშ მიწისქვეშა კამერის დაცარიელება მოჰყვა. კულმინაციური სტადიის წინ, უკანასკნელი აფეთქება მოხდა 27 აგვისტოს. ფერფლის სვეტმა 30 კმ. სიმაღლეს მიაღწია. 28 აგვისტოს კუნძულის უდიდესი ნაწილი თავის სიმძიმის და წყლის წნეხის გამო ჩაინგრა ცარიელ სივრცეებში ზღვის დონის ქვემოთ, უზარმაზარი წყლის ოდენობის ჩათრევით, რომელმაც მაგმასთან კონტაქტის შედეგად გამოიწვია უძლიერესი ჰიდრომაგმატიკური აფეთქება. აფეთქების კვალი 500 კმ. მანძილზეც იქნა ნაპოვნი (ნამსხვრევების დაცემის ფართობი 827000 კმ² აღემატებოდა). ამოფრქვევის ნარჩენებმა სტრატოსფეროში 55 კმ. სიმაღლეზე მიაღწია. აირისა და ფერფლის ნაკადი კი 70 კმ. ზე მეტ სიმაღლეზე, მეზოსფეროში ავიდა. ფერფლი დაეშვა ინდოეთის ოკეანის აღმოსავლეთ მხარეს 4 მლნ კმ² ფართობზე მეტს. ამოფრქვეული მასალის ტევადობა 18 კმ³ აღწევდა. გეოლოგების შეფასებით, აფეთქების სიმძლავრე 200 000 ჯერ აღემატებოდა ჰიროსიმაზე ჩამოვარდნილი ბომბის სიმძლავრეს.
აფეთქების ხმა 4000 კმ. რადიუსში ისმოდა. სუმატრას და იავას სანაპიროზე ხმის დონე, მეცნიერების შეფასებით, 180 დეციბელს აღწევდა.
კუნძულისგან სამი პატარა ნაწილი დარჩა - კუნძულები რაკატა, სერგუნი, რაკატა-კეგილი.
ვულკანური ფერფლის საკმაოდ დიდი რაოდენობა წლების განმავლობაში ატმოსფეროში 80 კმ. სიმაღლეზე დარჩა და რიჟრაჟის საკმაოდ მკვეთრი შეფერილობის მიზეზიც იყო.
აფეთქების მიერ წარმოშობილმა ცუნამიმ (რომელიც 30 მ აღწევდა) მეზობელ კუნძულებზე 36000 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, 295 დასახლებული პუნქტი ზღვამ წალეკა. ბევრი ამ დასახლებიდან, შესაძლებელია, ჰაერის ტალღის მიერ იქნა განადგურებული, რომელმაც ზონდის სრუტეში ეკვატორიალური ტყეების დაწოლა გამოიწვია, სახურავები ახადა, კარები შეანგრია ჯაკარტაში, რომელიც 150 კმ. აშორებდა კატასტროფის ადგილს. სრულიად დედამიწის ატმოსფერო რამდენიმე დღის განმავლობაში ამღვრეული იყო. საჰაერო ტალღამ სხვადასხვა მონაცემებით დედამიწას 7 დან 11 ჯერ მოუარა.
აგრეთვე დაფიქსირებულია უფრო სუსტი ამოფრქვევები (1927—1929, 1950—1952, 1966, 1992 წლებში და 1999 წლის 5 თებერვალს).
ახალი ვულკანი რაკატას კუნძულზე მდებარეობს, რომელიც კრაკატაუს ამოფრქვევის შემდეგ 1927 წელს წარმოიშვა ანაკ-კრაკატაუს უწოდებენ (ანაკ — შვილი).