ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ზლატიბორი (სერბ. Златибoр / Zlatibor) — მთიანი რეგიონი დასავლეთ სერბეთში.

ზლატიბორი
კოორდინატები: 43°38′53″ ჩ. გ. 19°40′44″ ა. გ. / 43.64806° ჩ. გ. 19.67889° ა. გ. / 43.64806; 19.67889
ქვეყანა სერბეთის დროშა სერბეთი
ტერიტორიული ერთეული ზლატიბორის ოლქი
სიმაღლე 1 496 
მთის მასივი დინარის მთიანეთი
ზლატიბორი — სერბეთი
ზლატიბორი

სერბეთის ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ადგილებს შორის, ზლატიბორი გამორჩეულია სალაშქრო და სათხილამურო ადგილებით.[1] სწორედ აქ მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე გრძელი პანორამული საბაგირო გზა (გონდოლა) მთელს მსოფლიოში.[2][3] მთის მიმდებარედ არის ტორნიკის სამთო-სათხილამურო კურორტი.

რეგიონის ყველაზე დიდი ქალაქი უჟიცე, სწორედ მთის მიმდებარედ არის და მისი უდიდესი ნაწილი ჩაიეტინის ოლქის შემადგენლობაში შედის. მცირე ზომის ქალაქი ზლატიბორი წლების განმავლობაში სააგარაკე ადგილს წარმოადგენდა, თუმცა თანდათანობით ქალაქური სახის დასახლებად ჩამოყალიბდა. ზლატიბორის რეგიონი დაყოფილია ჩაიეტინასა და უჟიცეს მუნიციპალიტეტებად და ორივე მათგანი ზლატიბორის ოლქის შემადგენლობაში შედის. ბელგრადისა და ბარის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზი ზლატიბორზე გადის.

შუა საუკუნეებში ეს ტერიტორია ცნობილი იყო როგორც რუინო. ჟუპა შუა საუკუნეების სერბეთში რაშკას ნაწილს წარმოადგენდა. სახელი ზლატიბორი XVIII საუკუნეში შემოვიდა, მაგრამ მისი ეტიმოლოგია გაურკვეველია. ეს, ალბათ, მომდინარეობს სერბული სიტყვებიდან ზლატნი (zlatni; ოქროსფერი) და ბორი (bor; ფიჭვი). ჩვეულებრივი ფიჭვი ამ ტერიოტრიის ტყეებშია გავრცელებული და საფრთხის ქვეშაა.

უვაცის მონასტერი, რომელიც ღვთისმშობლის შობის სახელზე იყო აგებული XVII საუკუნის მიწურულს ოსმალებმა გაანადგურეს. თანამედროვე სოფელ სტუბლოში მდებარე ტაძრის ნანგრევები 1990-იან წლებში შეისწავლეს და ახალი ტაძარი ააშენეს. იგი აკურთხეს 1995 წლის 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღეს. 2001 წელს ასევე აღმოაჩინეს შუა საუკუნეების კიდევ ერთი განადგურებული მონასტრის, დუბრავას ნაშთები. ტაძარში ასევე აღმოაჩინეს მე-17 საუკუნით დათარიღებული ვენეციური 260 მონეტა. მოგვიანებით მონასტერი აღადგინეს.[4]

ციგლას გორაზე, რომელიც ზლატიბორის მიმდებარედ სოფელ იაბლიანცაში მდებარეობს კვლავაა შემორჩენილი ოსმალეთის იმპერიის, ავსტრია-უნგრეთის იმპერიის და სერბეთის სამეფოს შორის არსებული საზღვრის ნიშნები.

გეოგრაფია

რედაქტირება

ზლატიბორი, რომელიც ისტორიული სტარი ვლაჰის რეგიონში მდებარეობს წარმოადგენს ისტორიულ საზღვარს რაშკას, ჰერცეგოვინასა და ბოსნიას შორის. იგი ვრცელდება 300 კვადრატულ კილომეტრზე, 43 კილომეტრის სიგრძეზე სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთით და 37 კილომეტრის სიგანეზე. მისი უმაღლესი მწვერვალის, თორნიკის, სიმაღლეა 1496 მ. ის მდებარეობს 43°31'N და 43°51'N-სა და 19°28'E და 19°56'E შორის.

ზლატიბორის სამხრეთ და აღმოსავლეთ საზღვარი ბუნებრივია და მდინარეებს, უვაცსა და რზავს მიუყვება. სოფლები მოკრა გორა, სემეგნიევო და იაბლანიცა ზლატიბორს ტარის მთისგან გამოჰყოფს. ზლატიბორის სამხრეთ ნაწილი ხშირად მოიხსენიება როგორც მურტენიცა.[5]

ზლატიბორის მთაზე ნოტიო კონტინენტური კლიმატია (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია: Dfb).

ჰავის მონაცემები — ზლატიბორი, 1981-2010
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
საშუალო მაღალი °C 2.1 3.3 7.5 12.4 17.6 20.8 23.1 23.3 18.6 14.0 7.8 2.6 12.8
საშუალო დღიური °C −2.1 −1.3 2.4 7.2 12.3 15.4 17.2 17.5 13.1 8.8 3.2 −1.2 7.7
საშუალო დაბალი °C −5.2 −4.7 −1.2 3.2 7.9 10.8 12.7 12.9 9.0 5.1 0.1 −4.0 3.9
საშუალო ნალექი (მმ) 65.4 68.5 73.4 79.0 94.4 110.2 96.3 78.8 98.3 78.2 92.3 82.6 1 017,3
საშუალო თვიური მზიანი საათები 92.1 105.7 141.9 161.4 210.1 229.8 272.9 259.4 196.1 160.6 108.1 76.4 2 014,5
წყარო: სერბეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიური სამსახური[6]


 
ზლატიბორის ცენტრში მდებარე ხელოვნური ტბა

ზლატიბორი მდებარეობს 1000 მეტრის სიმაღლეზე. მისთვის დამახასიათებელია გრილი ალპური კლიმატი, სუფთა ჰაერი, ზაფხულის მზიანი დღეები და ზამთარში თოვლი. სპეციალურად ტურისტებისთვის მოწყობილია თანამედროვე სასტუმროები, დასასვენებელი ცენტრები და კოტეჯები, ასევე სპორტული მოედნები და სათხილამურო ტრასები.

ტურისტული ერა ზლატიბორზე ოფიციალურად დაიწყო 1893 წლის 20 აგვისტოს, როდესაც სერბეთის მეფე ალექსანდრე I-მა გადაწყვიტა რომ დაეარსებინა კურორტი. მის პატივსაცემად, იმ ადგილას სადაც მან ისადილა, შადრევანი აღმართეს და მას კრალიევა ვოდა („მეფის წყალი“) ეწოდა.[1] შადრევანთან ახლოს მდებარეობს ხელოვნური ტბა ზლატიბორი, რომელიც 1947 წელს შეიქმნა. იგი აშენდა მდინარე ობუდოვიცაზე კაშხლის აშენებით. ტბა წარმოადგენს ინჟინერი მილადინ პეჩინარის შემოქმედებას.

3-დღიანი საცდელი ოპერაციის შემდეგ, 2021 წლის 14 იანვარს, მსოფლიოში ყველაზე გრძელი პანორამული საბაგირო გზა (გონდოლა) ამოქმედდა. იგი აკავშირებს ზლატიბორის ცენტრს თორნიკის მწვერვალთან, რიბნიცას ტბის გავლით. მისი სიგრძეა 8,95 კილომეტრი. საბაგირო გზა მოიცავს 55 გონდოლას, რომელთაგან თუთოეული 10 ადგილიანია და ერთ საათში 600 მგზავრის გადასაყვანადაა შექმნილი.[7][8]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Zlatibor Pride Anniversary - 120 Years of Tourism. Tourist Organization of Zlatibor. ციტირების თარიღი: 2016-01-19
  2. Posle pet godina, proradila panoramska zlatiborska gondola, najduža na svetu sr-RS (2021-01-11). ციტირების თარიღი: 2021-01-13
  3. Na Zlatiboru proradila najduža panoramska gondola na svetu sr-RS (2021-01-11). ციტირების თარიღი: 2021-01-13
  4. Branko Pejović (29 March 2021). „Duhovni dragulji Zlatibora“ [Spiritual gems of Zlatibor]. Politika (სერბული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 აპრილი 2021. ციტირების თარიღი: 27 აპრილი 2021.
  5. Miloš Timotijević (7 February 2020). Злато у окупираној Србији 1941, део 3 (изводи из књиге Злато четника и партизана - деконструкција једног мита [Gold in occupied Serbia in 1941, part III (excerpts from the book Gold of the Chetniks and the Partisans - deconstruction of the myth]. Politika (სერბული). p. 21.
  6. SREDNJE MESEČNE, GODIŠNJE I EKSTREMNE VREDNOSTI 1981 - 2010 (October 2017).
  7. Branko Pejović (12 January 2021). У ужичком крају снег и до колена [In some parts of the Užice region, snow high up to the knees]. Politika (სერბული). p. 12.
  8. „Puštena u rad gondola na Zlatiboru, uz Vučića, himnu i veliki broj građana“ [Zlatibor's gondola opened, with participation of Vučić, anthem and large number of citizens] (სერბული). N1. 14 January 2021.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ზლატიბორი“-დან