ზიზანია
ზიზანია, ციცანია (ლათ. Zizania) — მცენარეთა გვარი მარცვლოვანთა ოჯახისა. 1,5–3 მ სიმაღლის ბალახებია.
ზიზანია | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ფართოფოთლოვანი ზიზანია (Zizania latifolia) | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Zizania (L.) | ||||||||||||||
|
იზრდება წყალსატევების, მდინარეებისა და ნაკადულების გასწვრივ წყალმარჩხ ადგილებში. ყვავილები ერთსქესიანია. 4 სახეობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში და აღმოსავლეთ აზიაში.
ერთწლიანი ჩრდილოამერიკული წყლის ზიზანია (Z. aquatica), აგრეთვე ცნობილი როგორც ინდური ბრინჯი ან წყლის ბრინჯი, ძვირფასი საჭმელი და საკვები მცენარეა; აღმოსავლეთაზიური ფართოფოთლოვანი ზიზანია (Z. latifolia) სასარგებლო მცენარეა, გამოიყენება საჭმელად.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ზიზანია — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)