ზენობანი (გულრიფშის მუნიციპალიტეტი)
ზენობანი (ყოფილი ზემო ბებუთოვკა, გადაერქვა 1948 წლის 3 სექტემბერს[1] ) — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში (ლათის თემი), კოდორის ხეობაში. ზღვის დონიდან 560 მ. გულრიფშიდან 50 კმ.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 356.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1-2 (14-15), გვ. 31, თბ., 1948 წ. ISSN 0203-2023