ზემო ქედის ნამოსახლარები

ზემო ქედის ნამოსახლარებიარქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს სოფელ ზემო ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთით (0,5 კმ-ზე) და ჩრდილო-დასავლეთით (ერთი — 1 კმ-ზე, მეორე 2,5-3 კმ-ზე). თარიღდება ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლო — I ათასწლეულის დასაწყისით. აღმოჩნდა 2009 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარმოებული არქეოლოგიური დაზვერვების დროს (ხელმძღვანელი კ. ფიცხელაური).

ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ნამოსახლარი წრიულია (დიამეტრი —100 მ.). დაზიანებულია საქონლისთვის საზამთრო სადგომების მშენებლობის დროს. ძეგლის აღმოსავლეთით დამრეცი ფერდობია, დასავლეთით — მაღალი მიწაყრილი. დასავლეთ მხარეს ებმის მეორე ნამოსახლარი (სიგრძე — 300 მ. სიგანე — 200 მ.), რომელსაც გარშემოუყვება მიწაყრილი (სიმაღლე — 2 მ.).

ჩრდილო-დასავლეთის მიმდებარე ნამოსახლარებიდან ერთი (დიამეტრი — 200 მ-მდე) მთლიანად განადგურებულია გასული საუკუნის 70-იან წლებში. ბორცვი მოუსწორებიათ და აქ სხვადასხვა დანიშნულების საწყობები აუშენებიათ. სავარაუდოდ, ბორცვს გარსშემოუყვებოდა სათავდაცვო ზღუდე და თხრილი. ანაკრეფ კერამიკულ მასალაში ჭარბობს ჭურჭლის მონაცისფრო ფრაგმენტები.

მეორე ნამოსახლარი ბუნებრივი ბორცვის მოსწორებულ თხემზე იყო გამართული. ძეგლი ოვალურია (სიგრძე — 250 მ. სიგანე — 170 მ.). გარშემო შემოუყვება სათავდაცვო ზღუდე.

ლიტერატურა

რედაქტირება