ზაქარია დევდარიანი

ზაქარია (შაქრო) დავითის ძე დევდარიანი (დევდორიანი; დ. 1836 — გ. 1907) — რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1901).

თბილისის გუბერნიის აზნაურთა ოჯახიდან. სამხედრო სამსახური დაიწყო რიგითად თბილისის ეგერთა პოლკში 1848 წელს. 1850 წელს უნტერ-ოფიცრად გადაიყვანეს ერევნის მე-13 ლაიბგრენადერთა პოლკში (იმავე პოლკში მსახურობდა მისი ძმაც, შემდგომში მაიორი ნიკოლოზ დევდარიანი). მონაწილეობდა ბრძოლებში ლეკების წინააღმდეგ 1849-1850 წლებში. ყირიმის ომის (1854-1856) დროს იბრძოდა თურქების წინააღმდეგ ალექსანდროპოლის რაზმის რიგებში და თავი გამოიჩინა ყარსთან 1855 წლის სექტემბერში. 1863 წლიდან იყო ერევნის მე-13 ლაიბგრენადერთა პოლკის ხაზინადარი და მანგლისში პოლკის ოფიცერთა კლუბის აშენების ერთ-ერთი ინიციატორი. 1871 წლიდან კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში საინტენდანტო თანამდებობებზე მუშაობდა (ბოლო თანამდებობა — კავკასიის სამხედრო საოლქო ეგზეკუტორი). 1901 წელს დაითხოვეს სამხედრო სამსახურიდან გენერალ-მაიორის წოდების მინიჭებით. დაჯილდოებულია წმ. სტანისლავის, წმ. ანას და წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება