ზაქარია ბაქრაძე
ზაქარია (შაქრო) ბაქრაძე (პოლ. Zachariasz Bakradze; დ. 22 ოქტომბერი, 1868, თბილისი — გ. 3 დეკემბერი, 1938, ბიდგოშჩი) — ქართველი-პოლონელი სამხედრო ოფიცერი და როგორც ქართული არმიის, ასევე პოლონური არმიის გენერალი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაწარმომავლობა და ოჯახი
რედაქტირებადაიბადა ქართველი ისტორიკოსის, არქეოლოგისა და ეთნოგრაფის დიმიტრი ბაქრაძის შვილი. ზაქარია დაქორწინებული იყო რუსეთის არმიის კაპიტნის ქალიშვილ ანა ამაშუკელზე. მათ ორი ქალიშვილი ჰყავდათ: ნატალია (დ. 10 ოქტომბერი, 1903) და კირა (დ. 10 თებერვალი, 1910).
რუსეთის იმპერიის არმიაში სამსახური
რედაქტირება1890 წლის 7 ივლისს სწავლა დაიწყო თბილისის კადეტთა კორპუსში. შემდეგ დაამთავრა მოსკოვის ქვეით იუნკერთა სამხედრო სასწავლებელი. 1894 წლის 8 აგვისტოს პოდპორუჩიკის ჩინით მე-10 მსროლელთა პოლკში. 1898 წლის 6 ივნისს პორუჩიკის ჩინით გადაიყვანეს აღმოსავლეთ-ციმბირის მე-12 ქვეითთა პოლკში, რომელიც დისლოცირებული იყო ლიუიშუნში, სადაც პირველ ასეულს მეთაურობდა. 1900 წლის 29 მაისიდან, 12 ნოემბრამდე მონაწილეობდა იაპონურ ძალებთან ბრძოლაში და ლიაოიანთან ფეხში დაიჭრა. 1900-1901 წლებში მონაწილეობდა ლაშქრობაში ჩინეთში. 1901 წლის 1 მაისიდან მსახურობდა აღმოსავლეთ-ციმბირის მეცხრე ქვეითთა პოლკში, რომელიც ასევე ლიუიშუნში იყო დისლოცირებული. იქ, ის მეთაურობდა ცხენოსნების რაზმს. 1902 წელს გახდა შტაბსკაპიტანი. 1904 წლის 28 იანვრიდან ხელმძღვანელობდა ვლადივოსტოკის მე-3 ქვეითთა პოლკს. წარჩინებით დაამთავრა ოფიცერთა სკოლა. 1904 წელს გახდა კაპიტანი. 1905 წლის 27 იანვრიდან 2 ოქტომბრამდე მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში, რომელშიც დაიჭრა. 1905 წლის დეკემბრიდან, სარდლობდა აღმოსავლეთ-ციმბირის მესამე ქვითთა დივიზიის, პირველ მეტყვიამფრქვევეთა ასეულს. ამ კუთხით, ბაქრაძემ ორენბურგის ფეხოსანთა საკაპიტნო სკოლაში გაიარა კურსები და 1907 წლის 6 თებერვალს აღმოსავლეთ-ციმბირის მე-9 ქვეითთა პოლკში დაბრუნდა, რათა ესარდლა მეტყვიამფრქვევეთა ქვედანაყოფისთვის. 1908 წლის 13 ივლისიდან ხელმძღვანელობდა ბატალიონის მეოთხე პოლკს. 1912 წელს გახდა პოდპოლკოვნიკი. 1912 წლის 21 მაისიდან, 1913 წლის 4 იანვრამდე იყო საპოლკო სასამართლოს მეთაური. 1913 წელს მსახურობდა ციმბირის მე-9 მსროლელთა პოლკში. 1914 წელს გადაიყვანეს 54-ე მინსკის ქვეითთა პოლკში. პირველი მსოფლიო ომის დროს იყო ბრუსილოვის იერიშის მონაწილე. ერთ-ერთი პირველი შევიდა ლვოვში. დაატყვევეს ავსტრიელებმა. 1918 წლის 12 აპრილს სახლში დაბრუნების შემდეგ განთავისუფლდა სამხედრო სამსახურისგან, ხოლო 1918 წლის მაისში მოსკოვსა და სანკ-პეტერბურგში ჩასვლის შემდეგ ცდილობდა პენსიაზე გასვლას.
ქართულ არმიაში სამსახური
რედაქტირება1918 წლიდან იყო საქართველოში. 1918 წლის დეკემბერში სომხეთ-საქართველოს ომის დროს მიანიჭეს გენერლობა. იყო ოფიცერთა განსაკუთრებული რაზმის ხელმძღვანელი. 1921 წლის თებერვალში ტფილისის ბრძოლაში მონაწილეობდა მოხალისედ, რადგან იმ დროს აღარ იმყოფებოდა სამხედრო სამსახურში. თბილისიდან უკანდახევის შემდეგ დაინიშნა მამისონის უღელტეხილის დამცავი შენაერთის მეთაურად.
პოლონურ არმიაში სამსახური
რედაქტირებაბაქრაძე პოლონეთში 1922 წლის ნოემბერში გადავიდა და 1922 წლის ნოემბრიდან 1923 წლის 13 თებერვლამდე, რემბერტოვის ექსპერიმენტულ სასწავლო ცენტრში პოლკის სამეთაურო კურსები გაიარა. 15 თებერვლიდან პირველ აგვისტომდე ტორუნის იარაღის ცენტრალურ სკოლაში ქვეითთა და არტილერიის სამეთაურო კურსებს გადიოდა. 1923 წლიდან იყო პოლონეთის არმიის ბრიგადის გენერალი. 1926 წლის სექტემბერიდან 1931 წლის 30 ივნისამდე, მსახურობდა 15-ე ქვეითთა დივიზიაში, სადაც იყო ქვეითთა მეთაური. იყო ქალაქ ბიდგოშჩშის კომენდანტი.
ტრაგიკულად დაიღუპა ავტოკატასტროფაში - ბიდგოშჩის თეატრის მოედანზე, მას საფოსტო ფურგონი დაეჯახა. ქართველი გენერალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც 1938 წლის 3 დეკემბერს გარდაიცვალა. სამი დღის შემდეგ ზაქარია ბაქრაძე, ბიდგოშჩში, 3 მაისის ქუჩაზე მართლმადიდებლურ სამხედრო სასაფლაოზე დაკრძალეს. ომის შემდეგ ეს სასაფლაო განადგურდა, ცხედრები კცინსკის ქუჩაზე, სხვა სასაფლაოზე გადაასვენეს.
კარიერა
რედაქტირებაჯილდოები
რედაქტირებარუსული სამხედრო დამსახურების მედლები:
- წმ. ვლადისლავის მე-4 ხარისხის ორდენი, ხმალთან და კოკარდასთან ერთად
- წმ. ანნას მე-2 ხარისხის ორდენი, ხმალთან ერთად
- წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენი, ხმალთან ერთად
- წმ. ანნას მე-3 ხარისხის ორდენი, ხმალთან და კოკარდასთან ერთად
- წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი, ხმალთან ერთად
- წმ. ვლადიმირის მე-3 ხარისხის ორდენი, ხმალთან ერთად, (11 თებერვალი, 1915 წ.
- წმ. გიორგის მე-4 ხარისხის ორდენი (24 აპრილი, 1915 წ.)
- წმ. გიორგის მე-3 ხარისხისორდენი 3 ნოემბერი, 1915 წ.[3].
ლიტერატურა
რედაქტირება- ბახტაძე მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 66.
- გოგიტიძე, მ., ბეჟიტაშვილი, გ., სამხედრო ფიცის ერთგულნი, თბილისი, 2015. — გვ. 19-21, ISBN 978-9941-0-7386-1.
- ჯავახიშვილი, ნ., „ქართველი მხედრები პოლონეთის დროშის ქვეშ“, თბილისი, 1998
- შარაძე გ., „ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია“, ტ. IV
- ჩაჩხიანი ა., „დაშნაკთა ნაციონალისტურ-ექსპანსიონისტური იდეოლოგია და სომხეთ-საქართველოს 1918-1919 წლების ომი“, თბილისი, 2007
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Wypiska iz spiska (po starszeństwu w czinach) sztab i ober-oficerom i klasowym czinownikam 9-wo Sibirskiego striełkogo pułka k 1 janwara 1913 g., RGW-HA, f. 409, op. 1 s. 14
- ↑ Posłusznyj spisok, RGW-HA, f. 409, op. 1, s. 15, ale Spisok połkownikam po starszenstwu sostawien po 1.08.1916 r., St. Petersburg 1906, s. 240 podaje starszeństwo z 1.08.1916 r
- ↑ Posłusznyj spisok, RGW-HA, f. 408, opis (dalej op.) 1, s. 15