პარმენ ზაქარაია

ქართველი არქიტექტორი და ხელოვნებათმცოდნე
(გადამისამართდა გვერდიდან ზაქარაია, პარმენ)

პარმენ ფარნაოზის ძე ზაქარაია (დ. 24 აგვისტო, 1914, ნაჯახავო, ახლანდელი მარტვილის მუნიციპალიტეტი, საქართველო, — გ. 20 აპრილი, 2003, თბილისი, საქართველო) — ქართველი არქიტექტორი და ხელოვნებათმცოდნე. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1960), პროფესორი (1962), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1988). საქართველოს მეცნიერების დამსახურებელი მოღვაწე (1973).[1]

პარმენ ზაქარაია
დაბ. თარიღი 24 აგვისტო, 1914(1914-08-24)
დაბ. ადგილი ნაჯახავო, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 20 აპრილი, 2003(2003-04-20) (88 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
 საქართველო
საქმიანობა არქიტექტორი და ხელოვნებათმცოდნე
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ჯილდოები ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია და ღირსების ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

პარმენ ზაქარაიამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1940 წელს. 1940-1941 წლებში მუშაობდა სამუშაოთა მწარმოებელი კვების მრეწველობის სამინისტროში; 1941-1948 წლებში მუზეუმ „მეტეხის“ მეცნიერ-თანამშრომელი; 1948-1975 წლებში სახელმწიფო მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, განყოფილების გამგე; 1975 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის კათედრის გამგე.[2]

ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სამხატვრო აკადემიაში, საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ჩამოაყალიბა (1956) და ხელმძღვანელობდა შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის განყოფილებას.

სადოქტორო დისერტაციის თემა „შიდა ქართლის ციხე-სიმაგრეები“, დაიცვა 1959 წელს. მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვის ძველი საერო და საფორტიფიკაციო არქიტექტურის შესწავლის საქმეში. ავტორია 160-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და წიგნებისა. პარმენ ზაქარაიას პირადი არქივი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

1994 წელს პარმენ ზაქარაია დაჯილდოვდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემიითა და ღირსების ორდენით.[2]

თხზულებები

რედაქტირება
  • ზაქარაია პ., ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი, თბ., 1953;
  • ზაქარაია პ., კახეთის საფორტიფიკაციო ნაგებობანი, თბ., 1962;
  • ზაქარაია პ., ქართული ციხე-ქალაქები, ციხესიმაგრეები, ციხე-დარბაზები, ციხე გალავნები, კოშკები. თბ., 2001.
  1. საღარაძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 488.
  2. 2.0 2.1 პარმენ ზაქარაია — ბიოგრაფიული ლექსიკონი