ზაქათალის ოკრუგი

(გადამისამართდა გვერდიდან ზაქათალის ოლქი)

ზაქათალის ოკრუგი (რუს. Закатальский округ) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რუსეთის იმპერიაში (1860-1917).

ზაქათალის ოკრუგის რუკა

ზაქათალის ოკრუგი კავკასიის მთიელთა სამმართველოს მეთაურის დაქვემდებარებაში იყო 1870-1874 წლებში.[1]

ზაქათალის ოკრუგი რუსეთის იმპერიის ამიერკავკასიის მხარეში გუბერნიებისაგან დამოუკიდებელი ოკრუგის სახით არსებობდა 1860-1917 წლებში.[2][3][4][5][6][7][8]

შეიქმნა 1860 წელს. ექვემდებარებოდა სამხედრო ადმინისტრაციას და იყოფოდა 4 ნაწილად: ალიაბადის, ჭარ-მუხახის, ბელაქნის, და კაკის უბნებად.

 
საქართველოს გუბერნია 1801 წელს

1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან მიერთების შემდეგ, ჭარ-ბელაქნელი ლეკები კვლავინდებურად აგრძელებდნენ ახლა უკვე საქართველოს გუბერნიის დარბევას. რუსეთის იმპერიის მიერ რეგიონის დამორჩილება პირველად 1803 წლის 9-12 მარტს იქნა შესაძლებელი, რომლის დროსაც გენერალ გულიაკოვის მიერ აღებულ იქნა ბელაქნის ციხე, ხოლო ჭარელმა ლეკებმა მორჩილების ნიშნად დადეს ერთგულების ფიცი.[9][10] იმპერიისადმი ურჩობისა და მტაცებლობის გამო, ფიცის გამეორება მოუწიათ 1807 წელსაც.[11] რეგიონის საბოლოოდ დამორჩილება მხოლოდ 1830 წელს ბრძოლით იქნა შესაძლებელი.

  • ჭარ-ბელაქნის ოლქი (რუს. Джаро-Белоканская область; 1830-1841) — რუსეთის იმპერიის დამოუკიდებელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული.
  • ჭარ-ბელაქნის ოკრუგი (რუს. Джаро-Белоканский округ; 1844-1860) — 1844 წელს ოკრუგის სამოაქალაქო მმართველობა ჩამოცილდა საქართველო-იმერეთის გუბერნიას და უშუალოდ დაექვემდებარა ჭარ-ბელაქნის ოკრუგის სამხედრო მეთაურს[15]. 1848-1849 წლებში ჭარ-ბელაქნის სამხედრო ოკრუგი დამოუკიდებელი ერთეულია[16][17]. 1850 წლიდან 1859 წლის 1 ნოემბრამდე ტფილისის გუბერნიაშია[18][19][20][21][22].
  • ზაქათალის ოკრუგი (რუს. Закатальский округ; 1860-1917) — რუსეთის იმპერიის დამოუკიდებელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. 1860 წლის 20 აპრილს ჭარ-ბელაქნის ოკრუგი გარდაიქმნა ზაქათალის ოკრუგად და დაექვემდებარა ზემო დაღესტნის მეთაურს[23], ხოლო 18 ივლისიდან კი სამოქალაქო ნაწილში კავკასიის მეფისნაცვალს დაექვემდებარა, სამხედროში — კვლავ დაღესტნის მეთაურს. ოკრუგის მთიანი მაღალები გადაეცა სამხრეთ დაღესტანის სამურის ოკრუგს[24]. 1874 წლის 29 იანვრის დადგენილებით ზაქათალის ოკრუგის მართა-გამგეობა ჩაბარდა უშალოდ ზაქათალის ოკრუგის მმართველს, რომელიც თავის მხრივ დაექვემდებარა კავკასიის მთის მეთაურს[25].

მოსახლეობა 1886 წლის აღწერით 74 449 ადამიანს შეადგენდა. მის მხოლოდ ოთხ სოფელში ცხოვრობდნენ ქრისტიანი ქართველები, დანარჩენი სოფლების მოსახლეობა კი ქართველი მუსლიმებისგან შედგებოდა. მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა 1886 წელს ასეთი იყო: 40225 ლეკი, 21090 მუღალი, 12430 ქართველი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. «Кавказский календарь на 1871», Тифлис, 1870
  2. 1870
  3. 1875
  4. «Кавказский календарь на 1882», Тифлис, 1881
  5. «Кавказский календарь на 1891», Тифлис, 1890
  6. «Кавказский календарь на 1901», Тифлис, 1900
  7. «Кавказский календарь на 1911», Тифлис, 1910
  8. «Кавказский календарь на 1917», Тифлис, 1916
  9. Акты, собранные Кавказской археографической комиссией: Том II, ст. 685-687
  10. Кавказский календарь на 1849 год, Тифлис, 1848, ст. 185
  11. Акты, собранные Кавказской археографической комиссией: Том III. ст. 323-324
  12. Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое (1825-1881), т. XV, указ 13368, ст. 237
  13. Кавказский календарь на 1846 год, Тифлис, 1845, ст. 173
  14. Кавказский календарь на 1847 год, Тифлис, 1846, ст. 191
  15. «Сборник материалов для описания Тифлисской губернии», Тифлис, 1870, сс. 49-50
  16. Кавказский календарь на 1849 год, Тифлис, 1848, ст. 307
  17. Кавказский календарь на 1850 год, Тифлис, 1849, ст. 293
  18. Кавказский календарь на 1851 год, Тифлис, 1850, ст. 383
  19. Кавказский календарь на 1852 год, Тифлис, 1851, ст. 619
  20. Кавказский календарь на 1855 год, Тифлис, 1854, ст. 630
  21. Кавказский календарь на 1859 год, Тифлис, 1858, ст. 453
  22. Кавказский календарь на 1860 год, Тифлис, 1859, ст. 387
  23. Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое (1825-1881), т. XXXV, указ 35710, ст. 431
  24. Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое (1825-1881), т. XXXV, указ 36026, ст. 917
  25. Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое (1825-1881), т. XLIX, указ 53097, ст. 116-119