ზაურ ჩანქსელიანი
ზაურ ჩანქსელიანი (დ. 1948) — ქართველი აგროქიმიკოსი და სოფლის-მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1994).
ზაურ ჩანქსელიანი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 1948 |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | agricultural chemist |
ალმა-მატერი | საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიის ფაკულტეტი აგროქიმია-ნიადაგთმცოდნეობის განხრით. 1978 წელს დაიცვა დისერტაცია სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად აგროქიმიის სპეციალობით.
1979 წლიდან მცხეთის სარაიონათშორისო საწარმო გაერთიანების „სოფლნაყოფიერების“ თავმჯდომარეა. 1988 წლიდან მუშაობს სასოფლო-სამეურნეო რესურსების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად. იკვლევს სასუქების გამოყენების პირობებში რადიონუკლიდების მიგრაციას ნიადაგში, მცენარეებსა და პროდუქტებში. 1995 წლებში მუშაობდა პირველი მოწვევის პარლამენტის აპარატის აგრარულ კომიტეტში შეთავსებით. 1998 წლიდან იყო სოფლის მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს სასოფლო-სამეურნეო რადიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი — ინსტიტუტის დირექტორი. 2001 წლიდან ამავე ინსტიტუტისა და საქართველოს აგროეკოლოგიური სამეცნიერი-კვლევითი ინსტიტუტის გაერთიანების შედეგად შექმნილი სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრარული რადიოლოგიისა და ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის, ხოლო 2008 წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის აგრარული რადიოლოგიისა და ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორად. 2010 წლიდან იყო საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ამავე ინსტიტუტის დირექტორი. 2000-2006 წლებში მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორის თანამდებობაზე. 2014 წელს არჩეული იქნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურის უფროსად. გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი ნაშრომი, მათ შორის სამი სახელმღვანელო.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- მცენარეული რადიოპროტექტორები: სახელმძღვანელო, თბილისი, 2011, გვ. 280
- რადიოლოგიის საფუძვლები: წიგნი ეძღვნება ჩემი შვილის ხათუნა ჩანქსელიანის ხსოვნას: სახელმძღვანელო, თბილისი, 2010, გვ. 107 ISBN 9789941024931
- მელიორაცია კოლხეთის მიწას ღალას მატებს, თბილისი, მერკური, 1993, გვ. 49
- აგროქიმიის ეკოლოგიური საფუძვლები, თბილისი, საქართველო, 1992, გვ. 132
ლიტერატურა
რედაქტირება- თბილისი: ენციკლოპედია, თბ., 2002, გვ. 791