ზაბულის პროვინცია
ზაბულის პროვინცია (პუშტუ زابل, დარი زابل Zābol) — ავღანეთის ისტორიული ოლქი, ამჟამად არსებული 34 პროვინციიდან ერთ-ერთი. ზაბული გამოეყო მეზობელ ყანდაარს 1963 წელს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი ქალათი.
ვილაიეთი | |
---|---|
ზაბულის პროვინცია زابل | |
ქვეყანა | ავღანეთი |
ადმ. ცენტრი | Qalat |
შიდა დაყოფა | Atghar District, Dey Chopan District, Kakar District, Mizan District, Naw Bahar District, Qalat District, Shah Joy District, Shamulzayi District, Shinkay District და Tarnak Aw Jaldak District |
კოორდინატები | 32°00′00″ ჩ. გ. 67°00′00″ ა. გ. / 32.00000° ჩ. გ. 67.00000° ა. გ. |
ფართობი | 17 343 კმ² |
ოფიციალური ენა | პუშტუ |
მოსახლეობა | 320 100 კაცი (2007) |
სიმჭიდროვე | 18,46 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTCUTC+4:30 |
ტერიტორია მოიცავს 17 343 კმ² ფართობს 320 100 მოსახლეობით (2007 წლის აღწრის მონაცემების მიხედვით)
იგი ესაზღვრება პაკისტანს, აგრეთვე, ავღანეთის ღაზნის პროვინციას, ფაქთიკას პროვინციას აღმოსავლეთით, ყანდაარის პროვინციას სამხრეთ-დასავლეთით და უროზგანის პროვინციას ჩრდილოეთით.
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაზაბულის პროვინციაში შედის 11 ოლქი:
ოლქები | დედაქალაქები | მოსახლეობა | ფართობი | შენიშვნა |
---|---|---|---|---|
არგაჰანდაბი | გაიყო 2005 წელს | |||
ათგარი | 13,973 | |||
დეიჩოფანი | ||||
ქაქარი | წარმოიქმნა 2005 წელს არგაჰანდაბის გაყოფის შედეგად | |||
მიზანი | 21,162 | |||
ნიუ ბაჰარი | 21,144 | შეიქმნა 2005 წელს შამულზაისა და შინკაის ოლქების ტერიტორიის ხარჯზე. | ||
ქალათი | 36,560 | |||
შაჰ ჯოი | 71,348 | |||
შამულზაი | 33,351 | |||
შინკაი | 28,344 | |||
თარნაქ აუ ჯალდაქი | 19,017 |
გეოგრაფია
რედაქტირებაპროვინციის ტერიტორიის ორი მეხუთედი მაღალმთიანი ან ნახევრად მთიანი რელიეფის (41%) მქონე რეგიონია, დარჩენილი მიწების (28%) საბინაო მიწის ფართობს შეადგენს.
პროვინციის ძირითად ეკორეგიონს წარმოადგენს ცენტრალური ავღანეთის მთები კერძოდ, ქსერიკის ტყის მასივი. აქ გავრცელებულია მშრალი ნიადაგისათვის დამახასიათებელი ბუჩქნარი. პროვინციის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს მაღალი მთები, სადაც გამოიყოფა ხაზარაჯათის მთების ალპური ზონა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ალპური მდელოები, ტირიფებისა და ქაცვის ბუჩქნარის არსებობა.
გალერეა
რედაქტირება-
ავღანეთის პოლიციისა და კოალიციის სპეცოპერაცია. დაჭრილი პოლიციელისათვის დახმარების აღმოჩენა სამედიცინო ცენტრში გადმოსაყვანად (იანვარი 2012)
-
ქაბულ-ყანდაარის გზა პატრულირების დროს (2010 წ.)
-
ამერიკელი ჯარისკაცი საპატრულო მისიის შესრულებისას ზაბულის პროვინციაში
-
აშშ-ს სპეცდანიშნულების რაზმი მთის მწვერვალზე დავალების შესრულებისას
-
დილის საპატრულო მისია
-
ამერიკელი ჯარისკაცები სვამენ ჩაის ავღანეთის ეროვნული არმიის ფორპოსტზე
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ავღანეთის პროვინციები
- ავღანეთის პროვინციები
- ინფორმაცია მოსახლეობის რაოდენობის შესახებ დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.
- ავღანეთის მთებში
- ინფორმაცია ზაბულის პროვინციაზე დაარქივებული 2014-03-30 საიტზე Wayback Machine.