ურუზგანის პროვინცია
ურუზგანის პროვინცია (დარი اروزگان — Orōzgān, პუშტუ اوروزګان ,روزګان) — ავღანეთის ისტორიული ოლქი, ამჟამად არსებული 34 პროვინციიდან ერთ-ერთი. იგი მდებარეობს ავღანეთის ცენტრში. მისი ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი ტარინკოტი.
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
---|---|
ადმ. ცენტრი | Tarinkot |
შიდა დაყოფა | Shahidi Hassas District, Chora District, Deh Rahwod District, Gizab District, Khas Urozgan District და Tarinkot District |
კოორდინატები | 32°48′00″ ჩ. გ. 66°00′00″ ა. გ. / 32.80000° ჩ. გ. 66.00000° ა. გ. |
ფართობი | 22 696 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 1760 მეტრი |
ოფიციალური ენა | დარი და პუშტუ |
მოსახლეობა | 342 400 კაცი (2007) |
სიმჭიდროვე | 15,09 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTCUTC+4:30 |
ISO 3166 კოდი | AF-URU[1] |
![]() | |
ურუზგანი სამხრეთით ესაზღვრება ყანდაარის პროვინციას და ზაბულის პროვინციას, სამხრეთ-დასავლეთით — ჰელმანდის პროვინციას, ჩრდილოეთით — დაიკუნდის პროვინციას, აღმოსავლეთით — ღაზნის პროვინციას. ჰაზარელებით დასახლებული დაიკუნდის პროვინცია 2004 წლის 28 მარტს გამოეყო ურუზგანის პროვინციას და ცალკე ოლქად ჩამოყალიბდა.
პროვინცია წარმოადგენს თალიბანის მოძრაობის დამაარსებლის მუჰამედ ომარის (ცნობილია, აგრეთვე, მულა ომარის სახელით) სამშობლოს.
ადმინისტრაციული დაყოფარედაქტირება
ზაბულის პროვინციაში შედის6 ოლქი:
ოლქები | დედაქალაქები | მოსახლეობა | ფართობი | შენიშვნა |
---|---|---|---|---|
ჩინარტუ | 86,100 | |||
ჩორა | 73,750 | |||
დეჰ რავუდი | დეჰ რავუდი | 50,718 | ||
გიზაბი | 75,503 | |||
ხას ურუზგანი | 37,888 | |||
ტარინკოტი | ტარინკოტი | 104,476 |
გეოგრაფიარედაქტირება
პროვინციის ფართობი შეადგენს 12,640 კმ² ტერიტორიას. მისი 3/4 დაახლოებით წარმოადგენს მაღალმთიანი ან ნახევრად მთიანი რელიეფის (72%) მქონე რეგიონს, დარჩენილი მიწების (21%) საბინაო მიწის ფართობია.
პროვინციაში განვითარებულია საჰაერო ტრანსპორტი. ტარიკოტის ავიახაზები ასრულებს რეგულარულ პირდაპირ რეისებს დედაქალაქ ქაბულში
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- ავღანეთის პროვინციები
- ავღანეთის პროვინციები
- ინფორმაცია მოსახლეობის რაოდენობის შესახებ
- ინფორმაცია ბი-ბი-სი ნიუსზე