ზაალ ანდრონიკაშვილი
ზაალ ანდრონიკაშვილი (გ. 1803) — მარტყოფის მოურავი (დაახლოებით 1772-დან).
რუსეთ-ოსმალეთის ომის (1768-1774) დროს,1772 წელს , ერეკლე II-ის ბრძანებით, 1000 მეომრით მოაწყო ღრმა რეიდი ჯავახეთსა და მესხეთში, გაანადგურა თურქთა გარნიზონები და დიდი ნადავლით დაბრუნდა. იმავე წელს მარტყოფელთა რაზმებით მონაწილეობდა ქართლში შემოჭრილი დაღესტნელებისა და თურქთა წინააღმდეგ ბრძოლაში უფლისციხესთან. აქ ბრძოლაში ანდრონიკაშვილი ზურგში დაჭრეს (ჭრილობამ კუზი დაუტოვა. აქედან მოდის ანდრონიკაშვილის მეტსახელები: „კუზა ზაალი“, „კუზიანი ზაალი“, „კუზიანი გმირი“). 70-80-იან წლებში განსაკუთრებით გამოიჩინა თავი მოთარეშე ლეკების წინააღმდეგ ბრძოლებში, მონაწილეობდა კრწანისის ბრძოლაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ტუხაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 450.