ვოლაპიუკი

(გადამისამართდა გვერდიდან ვოლაპუკი)

ვოლაპიუკი (Volapük: vol – „მსოფლიო“ და pük – „ლაპარაკი“, „ენა“; აგრეთვე ვოლაპუკი [Volapuk]) — ერთ-ერთი ხელოვნური ენა, რომლის გამოყენებასაც ცდილობდნენ საერთაშორისო ენად.[1] იოჰან მარტინ შლაიერის სიტყვებით, 1879 წლის 31 მარტს ღამით მას ძლიერი უძილობა აწუხებდა, მთელი ღამე სახლში დადიოდა და სწორედ ამ დროს შექმნა მან ენის გრამატიკა და ლექსიკონი, რის შემდეგ ვოლაპიუკზე აქვეყნებდა წინადადებებს, ხოლო მოგვიანებით ლექსებს.[2] პირველი სტატია ვოლაპიუკზე შლაიერმა გამოქვეყნდა 1879 წლის მაისში ერთ-ერთ კათოლიკურ ჟურნალში. 1880 წელს შლაიერმა გერმანულ ენაზე გამოაქვეყნა ვოლაპიუკის დაწვრილებითი სახელმძღვანელო. დიდი ხნის განმავლობაში ენა პოპულარული რჩებოდა, 1889 წლისათვის ამ ენაზე მთელ მსოფლიოში გამოიცემოდა 25 ჟურნალი, ხოლო 25 სხვადასხვა ენაზე დაიწერა 316 სახელმძღვანელო და მოქმედებდა 283 კლუბი. 1884 წელს შედგა ვოლაპიუკური ენის მომხრეების კონვენცია ქალაქ ფრიდრიხსჰაფენში, თუმცა სამუშაო ენად გერმანული დარჩა. 1887 წელს გაიმართა მე-2 კონვენცია ქალაქ მიუნხენში. 1889 წელს გაიმართა მე-3 კონვენცია ქალაქ პარიზში პირველად ვოლაპიუკურ ენაზე.[3] 1889 წლისათვის გამოდიოდა ვოლაპიუკური საზოგადოების 30-ზე მეტი პერიოდული გამოცემა, არსებობდა დაახლოებით 255 გაერთიანება. მრავალი წლის განმავლობაში ვოლაპიუკის აკადემიის დირექტორი იყო კრიპტოგრაფი ოგიუსტ კერკჰოფსი. 1920 წელს ვოლაპიუკისტების მცირე ჯგუფმა ჰოლანდიელი არი დე იონგის ხელმძღვანელობით შეიმუშავეს ენის რევიზია და წარადგინეს იგი 1931 წელს. მისი ინიციატივით გამარტივდა ენის გრამატიკა. ამჟამად მსოფლიოში ამ ენაზე მოსაუბრე ადამიანთა რაოდენობა 20-იდან 30-მდეა.[4]

ვოლაპიუკის სიმბოლო

ორთოგრაფია და გამოთქმა

რედაქტირება
 
შლაიერმა შემოგვთავაზა ალტერნატიული ფორმები ხმოვანი უმლაუტებისთვის, რომელიც იშვიათად გამოიყენება
ასო IPA
a [a]
ä [ɛ] ან [æ]
b [b]
c [tʃ] ან [dʒ]
d [d]
e [e]
f [f]
ასო IPA
g [ɡ]
h [h]
i [i]
j [ʃ] ან [ʒ]
k [k]
l [l]
m [m]
ასო IPA
n [n]
o [o]
ö [ø]
p [p]
r [r]
s [s] ან [z]
t [t]
ასო IPA
u [u]
ü [y]
v [v]
x [ks] ან [ɡz]
y [j]
z [ts] ან [dz]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ვოლაპიუკი - უცხო სიტყვათა ლექსიკონი
  2. ვოლაპიუკის შესახებ. ცნობები
  3. The Esperanto Book: 3. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-04. ციტირების თარიღი: 2012-08-30.
  4. Pük, Memory — Page 1 — Art — New York — Village Voice. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-07-07. ციტირების თარიღი: 2012-08-30.