ფრიდრიხსჰაფენი
ფრიდრიხსჰაფენი (გერმ. Friedrichshafen, ტოსკ. ალბ. Hafe, Fridrichshafe) — ქალაქი გერმანიაში, ბადენ-ვიურტემბერგის ფედერალურ მხარეში. მდებარეობს ბოდენის ტბის ჩრდილოეთ სანაპიროზე, შვეიცარიისა და ავსტრიის საზღვართან ახლოს.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ფრიდრიხსჰაფენი Friedrichshafen | |||
| |||
ქვეყანა | გერმანია | ||
მხარე | ბადენ-ვიურტემბერგი | ||
მუნიციპალიტეტი | ბოდენზეე | ||
კოორდინატები | 47°39′15″ ჩ. გ. 9°28′45″ ა. გ. / 47.65417° ჩ. გ. 9.47917° ა. გ. | ||
მერი | Andreas Brand | ||
დაარსდა | 1811 | ||
ფართობი | 69.94 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 400 მეტრი | ||
მოსახლეობა | 63 441 (31 დეკემბერი, 2023)[1] | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||
სატელეფონო კოდი | 7541, 7544 და 7546 | ||
საფოსტო ინდექსი | 88045–88048 | ||
საავტომობილო კოდი | FN | ||
ოფიციალური საიტი | https://www.friedrichshafen.de/ | ||
ქალაქი დაარსდა 1811 წელს ვიურტემბერგის სამეფოს შემადგენლობაში. სახელი ეწოდა ვიურტემბერგის მეფის ფრიდრიხ I-ის პატივსაცემად. 1900 წელს ქალაქთან, ბოდენის ტბაზე განხორციელდა ცეპელინით პირველი გაფრენა.
ქალაქი ყოველწლიურად მასპინძლობს რადიომოყვარულთა საერთაშორისო გამოფენას.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ფრიდრიხსჰაფენი“ ვიკისაწყობში.
- ქალაქის ოფიციალური საიტი