ვოიტეხ მასტნი (დ. 1936, პრაღა, ჩეხოსლოვაკია[1]) — ჩეხური წარმოშობის ამერიკელი ისტორიკოსი,[2] პოლიტიკური მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი, ცივი ომის ისტორიის სპეციალისტი. იგი მიიჩნევა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამერიკელ ავტორიტეტად საბჭოთა კავშირთან ურთიერთობის საკითხებში.[3][4] მასტნის მიღებული აქვს ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი კოლუმბიის უნივერსიტეტში[1] და არის ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი კოლუმბიის, ილინოისის, ბოსტონის უნივერსიტეტებსა და ჯონს ჰოპკინზის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლაში. ასევე, ის არის სტრატეგიის პროფესორი ამერიკის საზღვაო ომის კოლეჯში, ფულბრაიტის პროფესორი ბონის უნივერსიტეტში, მთავარი აკადემიკოსი ვუდრო უილსონის აკადემიკოსთა საერთაშორისო ცენტრში და ეროვნული უსაფრთხოების არქივის მთავარი წევრი. მასტნი არის „პარალელური ისტორიის პროექტის“ (PHP) კოორდინატორი. 1996-1998 წლებში ის იყო პირველი მკვლევარი, რომელიც დაჯილდოვდა მანფრედ ვერნერის ამხანაგობის პრიზით NATO-სგან.[2][5][6] მასტნის დაწერილი აქვს წიგნები: „ჩეხები ნაცისტური მმართველობის ქვეშ“, რომელმაც მოიგო კლარკ ფ. ენსლის ჯილდო 1971 წელს; „რუსეთის გზა ცივი ომისკენ“ (1979), „ჰელსინკის პროცესი და ევროპის რეინტეგრაცია“ (1992) და „ცივი ომი და საბჭოთა დაუნდობლობა: სტალინის წლები“, რომელმაც 1997 წელს ამერიკის ისტორიის ასოციაციის (AHA) ჯორჯ ლუის ბირის ჯილდო მოიგო.[3][6]

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • მასტნი, ვოიტეხ. „ცივი ომი და საბჭოთა დაუნდობლობა: სტალინის წლები“ (1996) ონლაინ გამოცემა

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-08. ციტირების თარიღი: 2016-01-23.
  2. 2.0 2.1 http://www.nato.int/docu/pr/1996/p96-084e.htm
  3. 3.0 3.1 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-29. ციტირების თარიღი: 2016-01-23.
  4. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-08. ციტირების თარიღი: 2016-01-23.
  5. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-02-06. ციტირების თარიღი: 2016-01-23.
  6. 6.0 6.1 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 2016-01-23.