ვოისლავ ნიკჩევიჩი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ვოისლავ ნიკჩევიჩი (სერბ./ხორვატ.  Vojislav P. Nikcević / Vojislav P. Nikčević; დ. 18 იანვარი, 1935 — გ. 2 ივლისი, 2007) — იუგოსლავიელი, ჩერნოგორიელი ენათმეცნიერი და ლიტერატურის ისტორიკოსი, დუკლიანის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის საპატიო წევრი,  მონტენეგრო-ხორვატიის მეგობრობის საზოგადოების დამფუძნებელი და თავმჯდომარე. [1]

ვოისლავ ნიკჩევიჩი
დაბადების თარიღი 18 იანვარი 1935
სტუბიცა, იუგოსლავიის სამეფო
გარდაცვალების თარიღი 2 ივლისი 2007 (72)
ბელგრადი, სერბეთი
მოქალაქეობა იუგოსლავიის დროშა იუგოსლავია
იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკა
მონტენეგროს დროშა ჩერნოგორია
განათლება ზაგრების უნივერსიტეტი
პროფესია ლინგვისტი, ლიტერატურის ისტორიკოსი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ვოისლავ ნიკჩევიჩი დაიბადა სოფელ სტუბიცაში. დაამთავრა ნიკშიჩის გიმნაზია და ზაგრების უნივერსიტეტის ფილოსოფიური ფაკულტეტი. 1975 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე  „ახალგაზრდა ნეგოში: პოეტური განვითარების ანალიტიკურ-შედარებითი გადაკვეთები.“ 1965 წლიდან მუშაობდა ნიკშიჩის პედაგოგიურ აკადემიაში, ასწავლიდა ბიჰაჩისა და ზემუნის სამედიცინო სკოლებში, 1982 წლიდან გახლავთ პროფესორი ნიკშიჩის ფილოსოფიის და ცეტინეს კულტურის ფაკულტეტებზე.

1960-იანი წლების ბოლოს ნიკჩევიჩი შეუერთდა მონტენეგროელი ინტელექტუალების ჯგუფს, რომლებიც მხარს უჭერდნენ თეზისს მონტენეგროელთა ეროვნული იდენტობისა და  მონტენეგრული ენის თვითმყოფადობის შესახებ, რისთვისაც მას აკრიტიკებდნენ და იმყოფებოდა ხელისუფლების მეთვალყურეობის ქვეშ (მისი ზოგიერთი ნამუშევარი არ გამოქვეყნდა იდეოლოგიური მიზეზების გამო). 1980-იანი წლების ბოლოს, ცნობილი მოვლენების დროს, რამაც გამოიწვია იუგოსლავიის დაშლა, ნიკჩევიჩმა და მონტენეგროს ლექსიკოგრაფიული გამომცემლობის ინტელექტუალთა ჯგუფმა მხარი დაუჭირეს მილო ჯუკანოვიჩს და მომირ ბულატოვიჩს, რომლებიც მოითხოვდნენ დემოკრატიულ რეფორმებს და ემხრობოდნენ მონტენეგროს ავტონომიურ ორგანიზაციებს ( რომელთა შორის იყო: დამოუკიდებელი მწერლების ჩერნოგორული საზოგადოება, ჩერნოგორიის PEN ცენტრი, მონტენეგროს მატიცა და თვით მონტენეგროს მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესია). 1990-იან წლებში ნიკჩევიჩმა გამოაქვეყნა არაერთი სტატია  მონტენეგრულის, როგორც ცალკე ენის თეორიის მხარდასაჭერად, რომელზეც ის საუბრობდა პოლონეთში, ხორვატიასა და სლოვენიაში.

ლიტერატურათმცოდნის რანგში, ნიკჩევიჩმა შეისწავლა პეტრე II პეტროვიჩ ნეგოშის შემოქმედება და ისეთი ფენომენი, როგორიცაა პოტურიცა (ბალკანეთის სლავების სახელწოდება, რომლებმაც მიიღეს ისლამი და მოერგნენ თურქულ კულტურას). ხელმისაწვდომ ისტორიულ წყაროებზე, ხალხურ ხელოვნებასა და ტექსტურ ანალიზზე დაყრდნობით, ნიკჩევიჩი აპროტესტებდა მსგავსი ფენომენის ისტორიულ მართებულობას. ეს თეზისი, მიუხედავად თავდაპირველი წინააღმდეგობისა, მონტენეგროს ისტორიოგრაფიამ მიიღო. ასევე, ნიკჩევიჩი, როგორც პროფესორი და ნიკშიჩის ფილოსოფიის ფაკულტეტის ჩერნოგორიული ლიტერატურის კათედრის გამგე, წერდა ნაშრომებს მონტენეგროული ლიტერატურის სხვა ფენომენებზე, სწავლობდა პერიოდიზაციას, შუა საუკუნეების ლიტერატურას (პოპ დუკლიანინის ქრონიკა, მიროსლავის სახარება, მარიინსკის სახარება). ხალხურ ლიტერატურას (ჩერნოგორიელ ბულგარელთა შესახებ), XIX და XX ვეკრვის ლიტერატურას.

ის ასწავლიდა სლავურ ლიტერატურას თავის ფაკულტეტზე, გახდა მონტენეგრული ენისა და ენათმეცნიერების ინსტიტუტის დამფუძნებელი და პირველი დირექტორი, დუკლიანას მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის წევრი, მონტენეგრული ენის ინსტიტუტის პრეზიდენტი. პროექტის „მონტენეგრული ლიტერატურის ისტორია“ ხელმძღვანელი, რომლის ფარგლებშიც დაწერა თავისი ფუნდამენტური ნაშრომის მეორე ტომი („მონტენეგრული ლიტერატურა უძველესი დროიდან მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებამდე“.

თავისი კარიერის განმავლობაში ნიკჩევიჩმა გამოაქვეყნა 600-მდე კვლევითი ნაშრომი მონტენეგროში და მის ფარგლებს გარეთ, 16 მონოგრაფია, ერთი ერთობლივი წიგნი და მონტენეგრული ანდაზებისა და გამონათქვამების 11 კრებული. გარდაიცვალა ბელგრადში, დაკრძალულია ცეტინიეში.[2]

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. "unknown title". Vijesti. Archived from the original on September 27, 2007.
  2. "RADIO TELEVIZIJA CRNE GORE... Nacionalni javni servis Crne Gore". Archived from the original on 2011-07-18. Retrieved 2008-01-02.