ვლადიმირ ლეონიდის ძე დინეცი , (დ.17 მაისი, 1969, მოსკოვი) — რუსლი ზოოლოგი, ფილოსოფიის დოქტორი (2011)მდენიმ, ავტორი ცნობილი წიგნების ბუნებისა და მოგზაურობის შესახებ, რუსეთის ბუნების ენციკლობედიის რამდენიმე ტომის თანაავტორი.

ვლადიმირ დინეცი
დაბ. თარიღი 17 მაისი, 1969(1969-05-17) (55 წლის)
დაბ. ადგილი მოსკოვი
მოქალაქეობა  აშშ
საქმიანობა ზოოლოგი და ბუნებისმეტყველი
ალმა-მატერი Moscow State Institute of Radio-engineering Electronics and Automation და მაიამის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ვლადიმირი დაიბადა მოსკოვში. ის ბავშვობიდან იყო გატაცებული ბიოლოგიითა და მოგზაურობით[1]. 1997-2017 წლებში ცხოვრობდა აშშში, შემდეგ კი გადავიდა ოკინავაზე[2].

მოღვაწეობა

რედაქტირება

ვლადიმირ დინეცმა 1991 წელს დაამთავრა რუსეთის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ფაკულტეტი. 1991-1993 წლებში მუშაობდა მუშაობდა გლობალური კლიმატისა და ეკოლოგიის ინსტიტუტში. დაკავებული იყო საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის რაიონებიდან გამქრალი ფაუნის გამოკვლევით. 1992 წელს მან იპოვა საიდუმლოს ამოხსნა, რომელიც ბევრი წლის განმავლობაში მოსვენებას არ აძლევდა ზოოლოგებს: „როგორ გამოიზამთვრებენ ტუნდრის ფრინველები ფრანც-იოსების მიწაზე პოლარული ღამეების ფონზე?“ აღმოჩნდა, რომ ისინი იკვებებიან მცენარეულობით, რომელიც ზღვისპირა ციცაბო კლდეებზეა, სადაც ზაფხულობით ფრინველთა ბაზარია.

1993 წელს ვლადიმირმა იმოგზაურა ჩინეთის გარშემო. იყო ყველა პროვინციასა და ბევრ დაშორებულ რაიონშიც კი, მათ შორის მეკონგის განაპირასაც, სადაც ადრე არ არც ერთი მკვლევარი არ იყო ნამყოფი. 1995 წელს ნახევარწლიანი მოგზაურობით იმყოფებოდა სამხრეთ ამერიკის ათეულობით ქვეყანაში, სადაც შეისწავლიდა იშვიათ ფაუნას.

ის აგრეთვე მუშაობდა აქტუალური ბიოლოგიის ფონდში. 1993-დან 1997 წლამდე ის მუშაობდა აქტუალური ბიოლოგიის ფონდში[2]. ასევე 1993-1997 წლებში დაწერა რიგი წიგნებისა მოგზაურობის შესახებ, რომლებიც ფართოდ გავრცელდა ელექტრონული ვერსიით და იქცა რუსული ავტოსტოპით მოძრაობის სტიმულად. ბევრი ამ წიგნებიდან გამოცემულ იქნა ბეჭდური ვერსიითაც და იმ დროიდან აქვთ საკულტო ადგილი დამოუკიდებელ მოგზაურთა შორის. იმავე პერიოდში ვლადიმირი იყო თანაავტორი წიგნისა „რუსეთის ბუნების ენციკლოპედია“, რომლის ტირაჟიც 26 000 ეგზემპლარს შეადგენდა. ასევე იყო ავტორი სტატიებისა ჟურნალებში მსოფლიოს გარშემო და ქიმია და ცხოვრება.

1996-1999 წლებში იკვლევდა იშვიათი ჯიშის მწერების უკანონო ვაჭრობის საკითხს. მიწვეული იყო კონსულტანტის ამპლუაში ნეპალსა და სიკიმში[3][4].

2005 წელს გახდა ალიგატორთა ცეკვის პირველი გამხსნელი. 2010 წლისთის გაშიფრა ნიანგებისა და ალიგატორთა მიერ დიდ მანძილზე საკომუნიკაციოდ გამოყენებული სიგნალების უმეტესობა. ასევე ამ ცხოველთა ენის ევოლუციის მექანიზმი. 2009-2013 წლებში დაამტკიცა, რომ ნიანგებსა ალიგატორებს შეუძლიათ ერთად მოქმედების დაგეგმვა. აგრეთვე ჩიტების დასაჭერის მახის გამოყენების შესაძლებლობა. 2011 წელს მაიამის უნივერსიტეტში დაცვა დისერტაცია.

2005-2011 წლებში დაკავებული იყო ნიანგთა, ალიგატორთა და კაიმანთა ქცევის კვლევით ოცდაექვს ქვეყანაში.

2011 წელს მონაწილეობდა ბუნების მსოფლიო ფონდის ექსპედიციაში ვიეტნამის მთებში, გარეული ცხოველის შესასწავლად. ზოოლოგებიდან პირველად სწორედ ვლადიმირმა მოახერხა ბუნებაში მისი ნაფეხურის დასურათება. 2011 წლიდან ის იყო ტენესის უნივერსიტეტის პროფესორი, სადაც ის შეისწავლიდა ცხოველთა ქცევის ევოლუციასა და კითხვებს მათ დამცველობაზე[2].

2012-2013 წლებში მუშაობდა მკვლევარად ლუიზიანას შტატის უნივერსიტეტში, სადაც მონაწილეობდა ამერიკული თეთრი წეროს რეინტროდუქციის პროგრამაში[2]. 2012 წელს რამდენიმე სტატიის ავტორი იყო, ჟურნალში „მსოფლიოს გარშემო“[5].

2017 წლიდან ის მუშაობს ოკინავას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, იაპონიაში[6]. იგი ასევე აწარმოებს საველე კვლევებს ცენტრალურ აფრიკაში, არქტიკაში, აღმოსავლეთ აზიასა და სხვა რეგიონებში[2]. ის ასევე არის ავტორი ცნობილი ორენოვანი ბლოგისა, ჟურნალში „ცოცხალი ჟურნალი“[7].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება