ვლადიმერ მიქანბა
აღნიშნული სტატია აღწერს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ პიროვნებას. ტექსტში შესაძლოა გამოყენებული იყოს ტერმინები, რომლებიც გამოიყენება საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ქართული ვიკიპედიის მიდგომა ოკუპირებული ტერიტორიების თემატიკასთან დაკავშირებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მოვლენების აღწერა საჭიროა აკადემიური/სამეცნიერო მიზნებიდან და ვიკიპედიის მისიიდან - შეიქმნას სრული, მიუკერძოებელი, საავტორო უფლებებისაგან თავისუფალი ენციკლოპედია - გამომდინარე. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის მქონე ტერიტორიული ერთეულია, რომელიც საქართველოს შემადგენლობაში შედის, რასაც იზიარებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაც. ნებისმიერი პოლიტიკურ-სამართლებრივი სისტემა, რომელიც აფხაზეთის ოკუპირებული ზონის ტერიტორიაზეა ფორმირებული არის არალეგიტიმური და არაღიარებული საქართველოს ხელისუფლებისა და სუვერენული სახელმწიფოების სრული უმრავლესობის მიერ. |
ვლადიმერ ტაჩის ძე მიქანბა (აფხ. Владимир Ҭач-иԥа Мканба; დ. 23 სექტემბერი, 1931, სოფელი ახალი ათონი, გუდაუთის რაიონი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ — გ. 21 თებერვალი, 2010, სოხუმი) — სკკპ წევრი (1964). აფხაზეთის ასსრ-ის X და XI მოწვევების უმაღლესი საბჭოს წევრი. აფხაზეთის ასსრ-ის ადგილობრივი მრეწველობის მინისტრი. აფხაზეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი.
ბიოგრაფია
რედაქტირებავლადიმერ ტაჩის ძე მიქანბა დაიბადა 1931 წელს. დაამთავრა მოსკოვის ავტოსაგზაო ინსტიტუტი. 1960 წლიდან იყო №5 ავტოტრესტის ცვლის მექანიკოსი, ტექნიკური განყოფილების უფროსი, შემდეგ — აფხაზეთის სამგზავრო ავტოსატრანსპორტო კანტორის უფროსი. 1966 წლიდან სხვადასხვა დროს მუშაობდა სოხუმის №45 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის დირექტორად, №5 ავტოტრესტის მთავარ ინჟინრად, 2658 ავტოკოლონის უფროსად, მსუბუქი სატაქსომოტორო პარკის დირექტორად, საქართველოს კომპარტიის სოხუმის საქალაქო კომიტეტის მრეწველობისა და ტრანსპორტის განყოფილების გამგედ, 1975 წლიდან — სოხუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ. 1985-1989 წლებში იყო აფხაზეთის ასსრ-ის ადგილობრივი მრეწველობის მინისტრი. 1989-1992 წლებში აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
1992-1999 წლებში — აფხაზეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, 1996-2002 წლებში — აფხაზეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მოადგილე. 2002 წლიდან იყო აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მრჩეველი. 2005 წლიდან იყო იყო საფეხბურთო კლუბ დინამო სოხუმის პრეზიდენტი.
ვლადიმერ მიქანბა გარდაიცვალა 2010 წლის 21 თებერვალს სოხუმში.
იყო აფხაზეთის ასსრ-ის X და XI მოწვევების უმაღლესი საბჭოს წევრი.
ლიტერატურა
რედაქტირება- გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №137 (13003), 25 ივლისი, 1989