ვლადიმერ აფციაური

საბჭოთა მოფარიკავე

ვლადიმერ აფციაური (დ. 4 თებერვალი, 1962, მანგლისი — გ. 14 მაისი, 2012, თბილისი) — ქართველი მოფარიკავე.[1]

ვლადიმერ აფციაური
პირადი ინფორმაცია
სრული სახელი ვლადიმერ სტეფანეს ძე აფციაური
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 4 თებერვალი, 1962
დაბ. ადგილი მანგლისი, საქართველოს სსრ
გარდ. თარიღი 14 მაისი, 2012 (50 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
სიმაღლე 170 სმ
წონა 72 კგ
სპორტი
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
სპორტი ფარიკაობა
ჯილდოები სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი
მედლები
ოლიმპიური თამაშები
ოქრო სეული 1988 გუნდური

სეულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1988), მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ პირველობაში (1982), მეორე (1988) და სამგზის მესამე პრიზიორი (1982, 1986, 1990), ევროპის თასის მფლობელი გუნდურ ასპარეზობაში (1985), საერთაშორისო მეგობრული სპორტული თამაშების ჩემპიონი პირად და გუნდურ პირველობაში (1984), უნივერსიადის მეორე პრიზიორი (1986), საბჭოთა კავშირის ჩემპიონი პირად და გუნდურ ჩათვლაში (1984). ქუვეითის ნაკრების (რაპირა) მთავარი მწვრთნელი (1998–2010). საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1984), ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი. 2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა გიორგი ფრანგიშვილის წიგნი „ვლადიმერ აფციაური“.

ძირითადი შედეგები

რედაქტირება
წელი ტურნირი მასპინძელი ადგილი
1982 მსოფლიო ჩემპიონატი რომი, იტალია  
1985 მსოფლიო ჩემპიონატი ბარსელონა, ესპანეთი  
1988 ზაფხულის XXIV ოლიმპიური თამაშები სეული, კორეა  
1990 მსოფლიო ჩემპიონატი ლიონი, საფრანგეთი  

საინტერესო ფაქტები

რედაქტირება

1982 წლის დეკემბერში სპორტულმა ჟურნალისტებმა და სპეციალისტებმა ვლადიმერ აფციაური საქართველოს მეხუთე საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს.[2]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. გარდაიცვალა ვლადიმერ აფციაური დაარქივებული 2022-01-12 საიტზე Wayback Machine. . საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი.
  2. საქართველოს 10 საუკეთესო // „ლელო“, 29 დეკემბერი, 1982, № 249 (7310), გვ. 1.