სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვიქტორია.

ვიქტორია (ლათ. Victoria) — წყლის მრავალწლოვანი მცენარის გვარი დუმფარასებრთა ოჯახისა. აქვს დიდი ზომის (2 მ დიამეტრის), წელზე მოტივტივე ფოთლები. ფოთლის ქვედა მხარეზე განვითარებულია მსხვილი ძარღვების ქსელი, რომელიც ამოვსებულია ჰაერშემცველი ქსოვილით. ამის გამო ვიქტორიას 50 კგ-მდე ტვირთს უძლებს.

ვიქტორია

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  დუმფარასებრნი
გვარი:  ვიქტორია
ლათინური სახელი
Victoria

ყვავილები დიდია და სურნელოვანი. საღამოს თეთრად იშლება ხოლმე, დილით კი ვარდისფერდება და იხურება, დღის ბოლოს კვლავ იშლება, მაგრამ ულვე ჟოლოსფერია. მეორე დილისათვის მუქი წითელია, ხელახლა იხურება, ჩაეშვება წყალში და მისგან შავთესლებიანი ნაყოფი ვითარდება.

ვიქტორია გავრცელებულია სამხრეთ ამერიკაში, მოსახლეობა მის თესლს საჭმელად იყენებს. განსაკუთრებით ცნობილია ამაზონის ვიქტორია (ლათ. Victoria amazonica, Victoria regia), რომელიც იზრდება მდინარე ამაზონის აუზში, მეორე სახეობა (ლათ. Victoria cruziana) — მდინარე პარანის წყლებში. ორივე სახეობას აშენებენ ორანჟერეებში. Victoria cruziana კარგად ხარობს თბილისის ბოტანიკურ ბაღში.

ლიტერატურა

რედაქტირება