ვიქტორია რეჯი კენედი
ვიქტორია ენი კენედი (ინგლ. Victoria Anne Kennedy; დ. 26 თებერვალი, 1954)[1] — ამერიკელი დიპლომატი, ადვოკატი და აქტივისტი, რომელიც 2022 წლიდან მსახურობს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩად ავსტრიაში. ამერიკელი სენატორის ტედ კენედის მეორე ცოლი.
ვიქტორია კენედი | |
---|---|
დაბადების სახელი | ვიქტორია ენი რეჯი |
დაბადების თარიღი |
26 თებერვალი, 1954 ლუიზიანა, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
განათლება | ტულანის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | იურისტი, დიპლომატი |
პარტია | დემოკრატიული პარტია (აშშ) |
მეუღლე(ები) | გრირ რაკლინი (1981-1990); ტედ კენედი (1992-2009) |
შვილ(ებ)ი | 2 |
ადრეული ცხოვრება და განათლება
რედაქტირებაექვსი შვილიდან მეორე, ვიქტორია ენ რეჯი დაიბადა კროულიში, აკადიას სამრევლოში, სამხრეთ-დასავლეთ ლუიზიანაში. მისი მამა, ედმუნდ რეჯი, ლუიზიანელი მოსამართლე და ბანკირი იყო; დედამისი, დორის ენ ბუსტანი, იყო დემოკრატიული ეროვნული კომიტეტის წევრი.[2] რეჯი წარმოშობით ლიბანელია; მისი ბებია და ბაბუა იყვნენ ლიბანელი მარონიტები, რომლებიც შეერთებულ შტატებში ემიგრირდნენ და მოგვიანებით ლუიზიანას შტატში დასახლდნენ. რეჯის ბებია და ბაბუა ადგილობრივი რომის კათოლიკური ეკლესიის მნიშვნელოვანი წევრები გახდნენ, მოგვიანებით კი მათი შვილები ბიზნესსა და პოლიტიკაში ჩაერთნენ.
რეჯის ოჯახი საზოგადოების მაღალ ფენას განეკუთვნებოდა. გაიზარდა ისეთ ოჯახში, რომელიც მუდმივად იყო ჩართული პოლიტიკასა და პოლიტიკურ კამპანიებში. დროთა განმავლობაში, ჯონ კენედი დამეგობრდა რეჯების ოჯახთან.[3] დედამისმა ლუიზიანას დელეგატმა 1980 წლის დემოკრატიულ ეროვნულ კონვენციაზე ხმა ტედ კენედის მისცა.
ვიქტორია რეჯი სწავლობდა სამრევლო სკოლებში და იყო საკმაოდ კარგი სტუდენტი. მოგვიანებით, სწავლობდა ნიუკომბის კოლეჯში, ტულანის უნივერსიტეტში, ახალ ორლეანში, სადაც მიიღო ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი ინგლისურ ენაში. იქ სწავლისას, აირჩიეს ფი ბეტა კაპას თანამდებობაზე და იყო კაპა ალფა თეტას პრეზიდენტი. 1979 წელს მიიღო იურიდიული დოქტორის ხარისხი ტულანის უნივერსიტეტის სამართლის სკოლიდან. ტულანში სწავლისას იყო Tulane Law Review-ის წევრი.
კარიერა
რედაქტირებასამართლის სკოლის დამთავრების შემდეგ, რეჯი მსახურობდა მოსამართლე რობერტ არტურ სპრეჩერთან, ჩიკაგოში, მეშვიდე ოლქის აშშ-ის სააპელაციო სასამართლოში. როგორც ადვოკატი, იგი სპეციალიზებულია საბანკო სამართალში.
ბოლო აქტივობები
რედაქტირებამოხსენებებში ნათქვამია, რომ სენატორმა კენედიმ გამოთქვა სურვილი, რომ მის მეუღლეს, რეჯი კენედის დაეკავებინა მისი თანამდებობა,[4]
მისი გარდაცვალების შემდეგ, ზოგიერთი ფიქრობდა, რომ სენატორის პოსტზე მას დანიშნავდა მაშინდელი გუბერნატორი დევალ პატრიკი, მაგრამ თავად ვიქტორიამ თქვა უარი ამ თანამდებობაზე, ხოლო გუბერნატორმა სენატორად[5][6][7] პოლ ჯი კირკი დანიშნა. ზოგიერთი დემოკრატი ჩინოვნიკი იმედოვნებდა, რომ იგი დათანხმდებოდა სენატის პოზიციაზე კენჭისყრაში მონაწილეობას, რათა გაეგრძელებინა ქმრის საქმე, მაგრამ მან კვლავ უარი თქვა და აღნიშნულ პოზიციაზე სანაცვლოდ მხარი დაუჭირა მართა კოკლის.[8] 2012 წლის კენჭისყრაში ვიქტორიამ უარი თქვა მონაწილეობის მიღებაზე, [9] ხოლო თანამდებობა დაიკავა ელიზაბეტ უორენსმა, რომელმაც დაამარცხა ბრაუნი 2012 წლის ნოემბერში. [10]
სენატორის გარდაცვალების შემდეგ, კენედი ლაპარაკობდა გამოსაშვებ ცერემონიებზე და მიიღო საპატიო წოდებები ბოსტონის მასაჩუსეტსის უნივერსიტეტიდან, ლესლის უნივერსიტეტიდან და მერილენდის უნივერსიტეტიდან.[11][12] სიტყვით გამოვიდა კეიპ კოდში მდებარე ჰარვიჩის საშუალო სკოლის 2010 წლის დამამთავრებელი კლასის გამოსაშვებ ღონისძიებაზე. [13] [14]
2013 წლის კედარ-სინაის ქალთა გილდიის ყოველწლიურ ღონისძიებაზე, რეჯი კენედიმ მიიღო ჯილდო, „21-ე საუკუნის ქალი“. [15][16]
2014 წლის თებერვალში აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ვიქტორია შეერთებული შტატების საფოსტო სამსახურის გუბერნატორად დაასახელა.
არის „კათოლიკე დემოკრატების“ საბჭოს წევრი და დაწერა წინასიტყვაობა მათი 2009 წლის წიგნისთვის სახელწოდებით, „კათოლიკური საქმე ობამასთვის“.
აშშ-ის ელჩი ავსტრიაში
რედაქტირება2021 წელს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კენედი ავსტრიაში სრულუფლებიან ელჩად წარადგინა. ივნისის შუა რიცხვებში ავსტრიის პრეზიდენტის ალექსანდრე ვან დერ ბელენის ოფისში კენედის დანიშვნაზე აუცილებელი „შეთანხმება“ გაფორმდა.[17] 2021 წლის 5 ოქტომბერს მისი კანდიდატურის მოსმენა გაიმართა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე. 2021 წლის 26 ოქტომბერს კენედი დაამტკიცა სენატმა ხმოვანი კენჭისყრით.[18] ვენაში ჩავიდა 2022 წლის 7 იანვარს.[19]
პირადი ცხოვრება
რედაქტირებამისი პირველი მეუღლე, გრიერ კ. რაკლინი, ტელეკომუნიკაციების ადვოკატი,[20] მაშინ გაიცნო, როდესაც ისინი ერთად მუშაობდნენ ევერეტ მაკკინლი დირკსენის ფედერალურ სასამართლოში, რაკლინი მოგვიანებით გახდა Charter Communications-ის უფროსი აღმასრულებელი დირექტორი სენტ ლუისში, მისურში. მათი ქორწილი შედგა 1981 წელს, ეკლესიაში.
ქორწინების შემდეგ, წყვილი საცხოვრებლად გადავიდა ვაშინგტონში, სადაც იგი მუშაობდა Keck, Mahin & Cate-ისთვის.[21]
რეჯის და რაკლინს ჰყავდათ ორი შვილი, კურანი (დ. 1982 წელს) და ქეროლაინი (დ. 1985 წელს). ისინი განქორწინდნენ 1990 წელს.[2][22] განქორწინების შემდეგ მას ორი მცირეწლოვანი შვილი აღსაზრდელად დარჩა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- "ვიქტორია რეჯი და ტედ კენედის ქორწინების პროფილი", (დაუთარიღებული) შერი სტრიტოფის და ბობ სტრიტოფის მიერ About.com-ზე
- გარეგნობა C-SPAN-ზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ The Kennedys (film; transcript available). American Experience. PBS (October 2, 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 13, 2009. ციტირების თარიღი: March 5, 2009
- ↑ 2.0 2.1 Rimer, Sarah (September 24, 1994). „The 1994 Campaign; Kennedy's Wife Is Giving Him a Political Advantage in a Difficult Contest“. The New York Times. ციტირების თარიღი: August 29, 2009.
- ↑ Romano, Lois (June 7, 2008). „Senator's Wife Is His First Mate, Adviser and Caregiver“. The Washington Post via The Ledger. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 1, 2009. ციტირების თარიღი: August 29, 2009.
- ↑ Bishop, Ian (May 22, 2008). „Ted Kennedy: I'd Like Wife to Take Seat“. Daily News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-09-18. ციტირების თარიღი: 2022-02-12.
- ↑ Parnes, Amie (August 29, 2009). "Next Step Not Clear for Vicki Kennedy". The Politico. Accessed 2009-09-01.
- ↑ Healy, Orla (August 30, 2009). "Race to Follow Ted Waits for Family to Make up their Minds". Irish Independent. Accessed 2009-09-01.
- ↑ LeBlanc, Steve (August 30, 2009). „Push begins to choose successor to Ted Kennedy's Senate seat“. AP via masslive.com. ციტირების თარიღი: August 30, 2010.
- ↑ „Victoria Kennedy endorses Martha Coakley in race for Ted Kennedy's Senate seat“. AP via masslive.com. January 7, 2010. ციტირების თარიღი: August 30, 2010.
- ↑ Lehigh, Scot (January 12, 2011). „A word with Kennedy“. The Boston Globe. ციტირების თარიღი: June 18, 2012.
- ↑ Seelye, Katharine Q. (June 2, 2012). „Warren Fends Off Party Challenger in Massachusetts Race“. The New York Times. ციტირების თარიღი: June 18, 2012.
- ↑ Milligan, Susan (June 5, 2010). „At UMass Boston's graduation, a vision shared“. The Boston Globe. ციტირების თარიღი: September 3, 2010.
- ↑ Walker, Childs (May 21, 2010). „Victoria Kennedy tells UM grads that no challenge is too great“. The Baltimore Sun. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 16, 2012. ციტირების თარიღი: September 3, 2010.
- ↑ Milton, Susan (June 2, 2010). „Victoria Reggie Kennedy to address Harwich grads“. Cape Cod Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 4, 2010. ციტირების თარიღი: September 3, 2010.
- ↑ CCToday (June 14, 2010). „Victoria Reggie Kennedy speaks at Harwich High School graduation ceremony“. Cape Cod Today. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 21, 2011. ციტირების თარიღი: September 3, 2010.
- ↑ 2013 Annual Luncheon—Honoring Victoria Reggie Kennedy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-09-08. ციტირების თარიღი: 2022-02-12.
- ↑ Joan Mangum, in the Beverly Hills Courier, August 30, 2013, Volume XXXXVIII, No. 34, p. 16
- ↑ Staff Writer (July 14, 2021). „Austria approves Victoria Kennedy as new US envoy, report says“. The Boston Globe. The Associated Press. ციტირების თარიღი: July 14, 2021.
- ↑ Kelly, Laura (October 26, 2021). „Senate confirms four Biden ambassadors after delay“. The Hill. ციტირების თარიღი: October 26, 2021.
- ↑ Burton, Alice (January 7, 2022). „Designierte US-Botschafterin Victoria Reggie Kennedy in Wien gelandet“ (გერმანული). APA-OTS. ციტირების თარიღი: January 7, 2022.
- ↑ Staff writer (Undated). "Corporate Governance — Biography; Grier C. Raclin — Executive Vice President and Chief Administrative Officer". Charter Communications. Accessed September 1, 2009.
- ↑ Kahn, Joseph P. (February 19, 2009). „An Untidy Private Life, Then a Turn to Stability“. The Boston Globe. ციტირების თარიღი: February 20, 2009.
- ↑ Blumenfeld, Laura. (1992-03-20, page b.01). "Victoria Reggie, Ready for Teddy; Her Friends and Family Agree. She's Perfect for Him", The Washington Post.