ელიზაბეთ უორენი
ელიზაბეთ ენ უორენი (დ. 22 ივნისი, 1949; ინგლ. Elizabeth Ann Warren) — ამერიკელი პოლიტიკოსი და ყოფილი აკადემიკოსი, უმცროსი სენატორი მასაჩუსეტსიდან 2013 წლიდან. იქამდე – იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი სხვადასხვა უნივერსიტეტებში საბანკროტო სამართლის სპეციალობით. უორენი არის დემოკრატიული პარტიის წევრი და ამჟამად კენჭს იყრის აშშ-ის 2020-ის საპრეზიდენტო არჩევნებში.
ელიზაბეთ ენ უორენი | |
---|---|
ინგლ. Elizabeth Warren | |
დაბ. სახელი | ელიზაბეთ ენ ჰერინგი |
დაბადების თარიღი | 22 ივნისი, 1949 |
დაბადების ადგილი | ოკლაჰომა სიტი, ოკლაჰომა, აშშ |
მოქალაქეობა | აშშ |
განათლება | ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი[1] , Rutgers School of Law–Newark, University of Houston, Northwest Classen High School და Rutgers Law School |
სამეცნიერო ხარისხი | ბაკალავრი და Juris Doctor |
ეროვნება | თეთრი ამერიკელები[2] |
პარტია |
რესპუბლიკური (1996-მდე) დემოკრატიული (1996–დღემდე) |
მამა | Donald Jones Herring |
დედა | Polly L. Herring (Reed)[3] |
მეუღლე/ები | Bruce Mann |
შვილ(ებ)ი | Alexander Warren და Amelia Warren Tyagi |
ჯილდოები | ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი და Oklahoma Hall of Fame |
სენატის ვებ-გვერდი | |
უორენს დამთავრებული აქვს ჰიუსტონის უნივერსიტეტი და რატჯერსის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ასწავლიდა სხვადასხვა უნივერსიტეტებში – მათ შორის ჰიუსტონის, ოსტინის, პენსილვანიის და ჰარვარდის. პოლიტიკური კარიერის დაწყებამდე უორენი იყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პროფესორი კომერციულ სამართალში. არის 5 წიგნის ავტორი და 6-ის – თანაავტორი.
უორენი საჯარო პოლიტიკაში პირველად 1995 წელს გამოჩნდა, ხოლო ცნობადობა მოიპოვა 2000-იანი წლების ბოლოს, როცა მხარს უჭერდა საბანკო რეგულაციების გამკაცრებას 2007-08 წლების ფინანსური კრიზისის შემდეგ. უორენმა აგრეთვე მონაწილეობა მიიღო მომხმარებელთა ფინანსური დაცვის ბიუროს შექმნაში და იყო პრეზიდენტ ბარაკ ობამას პირველი საგანგებო მრჩეველი.
2012 წლის ნოემბერში, უორენმა გაიმარჯვა აშშ-ის სენატის არჩევნებში მასაჩუსეტსის შტატიდან, დაამარცხა მოქმედი რესპუბლიკელი სენატორი სკოტ ბრაუნი და გახდა პირველი ქალი, რომელიც მასაჩუსეტს სენატში წარმოადგენს. უორენმა 2018 წელს მეორე ვადაზეც აირჩიეს. 2019 წლის 9 თებერვალს უორენმა გამოაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.[4]
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული წლები
რედაქტირებაუორენი დაიბადა 1949 წლის 22 ივნისში, ოკლაჰომა სიტიში.[5][6][7][8] მას ჰყავდა სამი უფროსი ძმა.[9][10]
11 წლამდე უორენი შტატ ოკლაჰომას ქალაქ ნორმანში ცხოვრობდა. 13 წლის ასაკში უორენმა მიმტანად დაიწყო მუშაობა.[11][12]
1968 წელს უორენი დაქორწინდა ჯეიმზ რობერტ „ჯიმ“ უორენზე[13] და მასთან ერთად ჰიუსტონში გადავიდა. ისინი 1978 წელს განქორწინდნენ.[14] 1980 წელს უორენი ბრიუს მანზე დაქორწინდა.
პოლიტიკური კარიერა
რედაქტირება2011 წლის 14 სექტემბერს უორენმა განაცხადა, რომ სურდა ყოფილიყო დემოკრატიული პარტიის კანდიდატი 2012 წლის აშშ-ის სენატის არჩევნებში, მასაჩუსეტსის შტატში. მოქმედმა სენატორმა – რესპუბლიკელმა სკოტ ბრაუნმა გაიმარჯვა 2010 წლის სპეციალურ არჩევნებში, როცა მისი წინამორბედი, ჯონ ფიცჯერალდ კენედის ძმა ტედ კენედი გარდაიცვალა.[15][16]
უორენს დემოკრატიული პარტიის შიდა არჩევნებში კონკურენტი არ ჰყავდა და 2012 წლის 2 ივნისს მან დელეგატთა ხმების რეკორდული მაჩვენებელი – 95,77 პროცენტი მოიპოვა.[17][18][19] უორენის საარჩევნო კამპანიამ მთლიანობაში 39 მილიონი აშშ დოლარი მოაგროვა – 2012 წელს სენატორობის ნებისმიერ კანდიდატზე მეტი. ნოემბერში უორენმა რესპუბლიკელი სკოტ ბრაუნი დაამარცხა, ხმების 53 პროცენტზე მეტით.[20]
2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში უორენმა ჰილარი კლინტონს დაუჭირა მხარი.
უორენმა 2018 წლის არჩევნებშიც, მეორე ვადაზე იყარა კენჭი და რესპუბლიკელი ჯეოფ დილი დაამარცხა. უორენს მხარი ამომრჩეველთა 60-მა პროცენტმა დაუჭირა, დილს კი 36-მა.
2019 წლის 9 თებერვალს უორენმა ოფიციალურად განაცხადა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას.[21]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Biographical Directory of the United States Congress — GPO, 1903.
- ↑ https://edition.cnn.com/2018/10/15/opinions/elizabeth-warrens-big-mistake-maltby/index.html
- ↑ Geni.com — 2006.
- ↑ Lee, MJ; Krieg, Gregory (February 9, 2019). „Elizabeth Warren kicks off presidential campaign with challenge to super-wealthy – and other Democrats“. CNN. ციტირების თარიღი: February 9, 2019.
- ↑ Bierman, Noah; Phillips, Frank (November 7, 2012). „Elizabeth Warren defeats Scott Brown“. The Boston Globe. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 27, 2014. ციტირების თარიღი: June 21, 2017.
- ↑ Dennis, Brady (August 13, 2010). „Elizabeth Warren, likely to head new consumer agency, provokes strong feelings“. The Washington Post. ციტირების თარიღი: November 18, 2010.
- ↑ Packer, George (2013). The Unwinding, an inner history of the New America. New York: Farrar, Straus, and Giroux. ISBN 978-0-374-10241-8.
- ↑ „Elizabeth Warren Fast Facts“. CNN. December 31, 2018. ციტირების თარიღი: January 7, 2019.
- ↑ McGrane, Victoria. (September 2, 2017) Religion is constant part of Elizabeth Warren's life. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 18, 2018. ციტირების თარიღი: September 16, 2017.
- ↑ Jacobs, Sally (September 16, 2017). „Warren's extended family split about heritage“. The Boston Globe. ციტირების თარიღი: December 9, 2017.
- ↑ Andrews, Suzanna (November 2011). „The Woman Who Knew Too Much“. Vanity Fair. ციტირების თარიღი: September 21, 2019.
- ↑ „Elizabeth Warren“. The Huffington Post. ციტირების თარიღი: September 21, 2019.
- ↑ Pittman, Mark; Ivry, Bob (November 19, 2009). „Warren Winning Means No Sale If You Can't Explain It“. Bloomberg. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 17, 2015.
- ↑ Levenson, Michael (July 12, 2012). „Warren and Brown share July 12 anniversary date“. The Boston Globe. ციტირების თარიღი: October 3, 2019.
- ↑ Randall, Maya Jackson (September 14, 2011). „Warren Kicks Off Senate Campaign“. The Wall Street Journal. ციტირების თარიღი: September 22, 2019.
- ↑ Helderman, Rosalind S.; Weiner, Rachel (September 14, 2011). „Consumer advocate Elizabeth Warren launches US Senate campaign with tour of Massachusetts“. The Washington Post. ციტირების თარიღი: September 22, 2019.
- ↑ Rizzuto, Robert (June 2, 2012). „Elizabeth Warren lands party endorsement with record 95 percent support at Massachusetts Democratic Convention“. The Republican. ციტირების თარიღი: June 2, 2012.
- ↑ Bierman, Noah (May 30, 2012). „Deval Patrick endorses Elizabeth Warren for US Senate“. The Boston Globe.
- ↑ Levenson, Michael (June 5, 2012). „Elizabeth Warren agrees to WBZ-TV debate with Scott Brown“. The Boston Globe. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 7, 2012. ციტირების თარიღი: June 9, 2012.
- ↑ Seelyenov, Katharine Q. (November 10, 2012). „A New Senator, Known Nationally and Sometimes Feared“. The New York Times. ციტირების თარიღი: September 21, 2019.
- ↑ Tennant, Paul (February 10, 2019). „Off and running: Warren launches presidential bid in Lawrence“. The Daily News of Newburyport]. ციტირების თარიღი: February 11, 2019.